weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მარნეულში "ქართული ოცნებიდან" მაჟორიტარობის კანდიდატი დაჭრეს

00:18 პარასკევი, 20 ოქტომბერი 2017

მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში "ქართული ოცნებიდან" საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატს, ჯეიხუნ ჩოიდაროვს საარჩევნო შტაბში თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს.

როგორც "რეგინფოს" მარნეულში "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა ამირან გიორგაძემ უთხრა, ამ დროისთვის ჯეიხუნ ჩოიდაროვი საავადმყოფოშია და ოპერაცია უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩოიდაროვის გარდა კიდევ სამი პირია დაჭრილი. 

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მარნეულში გაემგზავრა. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]