weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

„იმედთან“ გაფორმებული საბიუჯეტო კონტრაქტების ღირებულება გასამმაგდა

14:11 პარასკევი, 20 ოქტომბერი 2017

„2015 წელთან შედარებით 2017 წელს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე „რუსთავი 2“-თან საბიუჯეტო რეკლამის განთავსებაზე გაფორმებული კონტრაქტების ღირებულება 4-ჯერ არის შემცირებული, ხოლო 2016 წელს თითქმის 3-ჯერ. ტვ „იმედის“ შემთხვევაში კი საპირისპირო ტენდენცია იკვეთება: „იმედთან“ გაფორმებული საბიუჯეტო კონტრაქტების ღირებულება 2017 წელს 2016 წელთან შედარებით თითქმის გასამმაგებულია“, – ნათქვამია მედიის განვითარების ფონდის ანგარიშში.

რეკლამისა და ინფორმაციის გავრცელებაზე მთავრობის მიერ გამოცხადებულ ყველაზე დიდი ღირებულების კონსოლიდირებულ ტენდერში (2 მლნ.) 2017 წელს ტელეკომპანია „იმედმა“ გაიმარჯვა, რასაც მეორე დიდი ნაციონალური არხი „რუსთავი 2“ სასამართლოში ასაჩივრებს.

„რუსთავი 2“-ის მტკიცებით, ისინი მონაწილეობდნენ შესყიდვების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ წინასწარ შეხვედრაში, რომელზეც კონსოლიდირებული ტენდერის საკითხი განიხილებოდა, თუმცა დაპირების მიუხედავად, მათ ელექტრონული ფოსტით ინფორმაცია 19 ივლისს ტენდერის გამოცხადების შესახებ არ მიუღიათ და მხოლოდ 24 ივლისს ეცნობათ მეორე 1 მილიონიანი ტენდერის გამოცხადების შესახებ,რომელიც პირველი ტენდერის შემდეგ შედარებით ნაკლებრეიტინგული კომპანიებისთვის გამოცხადდა. პირველ კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის შესაძლებლობა კი მხოლოდ იმ ტელეკომპანიებს ჰქონდათ, რომელთა სატელევიზიო რეიტინგი (AMR) საშუალოდ არანაკლებ 4%-ია (01.01.2017 – 30.06.2017 პერიოდის მონაცემების მიხედვით). ასეთი ტელეკომპანია კი არსებული სარეიტინგო მონაცემებით ბაზარზე ორია („იმედი“, „რუსთავი 2“).

მედიის განვითარების ფონდის განცხადებით, კანონმდებლობით დადგენილი ფინანსური გამჭვირვალობის მოთხოვნების დარღვევის გამო, 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა თანხები იხარჯება სამაუწყებლო მედიაში და რამდენად ფინანსურად მდგრადია მედია გარემო, სრულფასოვნად საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ანგარიშში აღნიშნულია, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია კანონით დადგენილი მონაცემების არგამოქვეყნებით მაუწყებელთა შესახებ კანონს არღვევს.

კვლევა „წინასაარჩევნო ფინანსური მედია გარემო 2017“ მიზნად მედიის ფინანსური შემოსავლების და მედიაში ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელების მიზნით საბიუჯეტო სახსრების განაწილების პრაქტიკის შესწავლას ისახავს. ანგარიში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ეყრდნობა დოკუმენტების ანალიზს, საჯარო დაწესებულებებიდან გამოთხოვილ ოფიციალურ ინფორმაციას, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ვებ-გვერდსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ხელმისაწვდომ დოკუმენტაციას, ასევე მედიით გავრცელებულ ცნობებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]