weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რა თანხით ფინანსდებიან რეგიონული ტელევიზიები საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან

14:36 პარასკევი, 20 ოქტომბერი 2017

რეგიონულ ტელევიზიებთან გაფორმებული რეკლამისა და ინფორმაციის გავრცელების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებების 71.5% ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და მათ დაქვემდებარებულ უწყებებზე მოდის. რეგიონულ მაუწყებლებს შორის ყველაზე დიდი თანხა, 2016 წლის მსგავსად, კვლავ ქვემო ქართლის ტელევიზიას აქვს მიღებული (180 571 ლარი), – აღნიშნულია მედიის განვითარების ფონდის ანგარიშში.

მას მოსდევს ტელეკომპანია „რიონი“ (იმერეთი) (156 329) და მარნეულის ტელევიზია (57 585). სხვა რეგიონულ ტელევიზიებში შემდეგი ვითარება იკვეთება: „იმერვიზია“ – 57 057, „გურჯაანი“ – 52 920; „ფარვანა“ - 50 000; „ბოლნელი“ – 34 500, „მეცხრე ტალღა“ - 29 968, „ზარი“ - 20 000 ლარი; სხვა ტელევიზიებმა („ოდიში“, „თრიალეთი“, „არგო“, „ეგრისი“, „ტვ 25“, „ატვ 12“, „კოლხეთი 89“, „მეგა ტვ“, „კახეთი“) ჯამში 66 538 ლარის სარეკლამო მომსახურება მიიღეს. 2017 წელს მნიშვნელოვნად იმატა რეგიონულ ტელევიზიებთან გაფორმებულმა ერთიანმა ხელშეკრულებებმა (ერთდროულად რამდენიმე კომპანია), მათმა ღირებულებამ კი 158 948 ლარი შეადგინა. აქედან, 40,8 % (64 900 ლარი) საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ შპს „რეგიონული ტელევიზიების სხვა არხთან“ გაფორმებული კონტრაქტებია.

მედიის განვითარების ფონდის მიერ ჩატარებული კვლევა მიზნად ისახავს მედიის ფინანსური შემოსავლების და მედიაში ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელების მიზნით საბიუჯეტო სახსრების განაწილების პრაქტიკის შესწავლას.

ანგარიში ეყრდნობა დოკუმენტების ანალიზს, საჯარო დაწესებულებებიდან გამოთხოვილ ოფიციალურ ინფორმაციას, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ვებ-გვერდსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ხელმისაწვდომ დოკუმენტაციას, ასევე მედიით გავრცელებულ ცნობებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]