weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„მილიონერი“ პარლამენტარის კომპანიამ აუქციონში კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა

17:11 პარასკევი, 20 ოქტომბერი 2017

პარლამენტის წევრის გოჩა ენუქიძის კუთვნილმა კომპანია „იბერკომპანიმ“ უპირობო აუქციონში კონკურენტის გარეშე გაიმარჯვა და მცხეთაში, სოფელ ძეგვში მდებარე 5775 კვ.მ მიწის ნაკვეთი იყიდა. აუქციონის გამოცხადებამდე 19 დღით ადრე გოჩა ენუქიძემ „ქართულ ოცნებას“ 50 000 ლარი ჩაურიცხა.

აღნიშნული მიწის ნაკვეთი, რომელიც ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზის პირას მდებარეობს, სახელმწიფო საკუთრებად 2017 წლის 17 მარტს დარეგისტრირდა. მიმდინარე წლის 19 სექტემბერს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მისი პრივატიზების მიზნით ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა. მიწის საწყისი ფასი 116 000 ლარს შეადგენდა, ბიჯის ოდენობა კი 2000 ლარს

აუქციონი 18 ოქტომბერს დასრულდა და მასში ერთადერთმა მონაწილემ - შპს „იბერკომპანიმ“ გაიმარჯვა. კომპანიის 100 % წილის მფლობელია საქართველოს პარლამენტის წევრი გოჩა ენუქიძე, რომელიც ამბროლაური-ონი-ცაგერი-მესტიის №58 ოლქიდან არჩეული მაჟორიტარი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრია. 

სახელმწიფოსა და უძრავი ქონების შემძენს შორის დადებული ხელშეკრულება საინვესტიციო ანდა სხვა სახის ვალდებულებებს არ ითვალისწინებს

2008 და 2012 წლების მოწვევის პარლამენტში გოჩა ენუქიძე ამბროლაურის მაჟორიტარი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წარდგენით. ეკავა ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობდა. 2014 წლის ნოემბერში, გოჩა ენუქიძის ფრაქცია „დამოუკიდებელი მაჟორიტარები - ძლიერი რეგიონებისთვის“ საპარლამენტო უმრავლესობას შეუერთდა. 

გოჩა ენუქიძე სახელისუფლებო პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველია. 2017 წლის 1 სექტემბერს მან „ქართული ოცნების“ ანგარიშზე ჩარიცხა 50 000 ლარი, 2016 წლის 29 ივლისს კი 55 000 ლარი. მანვე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ 60 000 ლარით დააფინანსა. 

სხვადასხვა მონაცემებით, გოჩა ენუქიძე 36 მილიონერ პარლამენტარს შორის ნუსხაში მე-9 ადგილზეა. მისი კუთვნილი ქონების ღირებულება 5 181 800 ლარია. 

 

 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]