weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

რუსთავის მერის მოადგილემ და სამსახურის უფროსებმა პრემია-დანამატი 14-ჯერ მიიღეს

19:27 პარასკევი, 20 ოქტომბერი 2017
ფოტოზე ნოდარ შეროზია ფოტოზე ნოდარ შეროზია

რუსთავის მერის პირველმა მოადგილემ ნოდარ შეროზიამ, მერიის სამსახურების უფროსებმა ლაშა ჩოფლიანმა და ალექსი ნავროზაშვილმა 2016 წელს პრემია და დანამატი 14-ჯერ მიიღეს, რის გამოც მათი ანაზღაურება დადგენილ თანამდებობრივ სარგოს 2-ჯერ და მეტად აჭარბებს.  

ქალაქ რუსთავის საკრებულოს დადგენილების თანახმად, მერის პირველი მოადგილის ხელფასი თვეში 2250 ლარია, მოადგილისა - 2200 ლარი, მერიის სტრუქტურული ერთეულების (სამსახურების) უფროსებისა კი 1700 ლარი

ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, მერის პირველმა მოადგილემ ნოდარ შეროზიამ 2016 წლის განმავლობაში 57 845 ლარი მიიღო, მათ შორის, თანამდებობრივი სარგო - 27 000 ლარი, ხოლო 14-ჯერ მიღებული პრემია-დანამატების სახით - 30 845 ლარი.

იმავე პერიოდში, 14 – 14-ჯერ აიღო პრემია-დანამატები მერიის კიდევ ორმა თანამდებობის პირმა:

- შიდა აუდიტის სამსახურის უფროსმა ლაშა ჩოფლიანმა - 44 200 ლარი, - აქედან, თანამდებობრივი სარგო - 20 400 ლარი, დანამატი და პრემია - 23 800 ლარი;

- ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ალექსი ნავროზაშვილმა - 42 975 ლარი, საიდანაც 22 575 ლარი პრემია-დანამატების თანხაა.

11-ჯერ მიიღო დანამატი მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსმა ლევან ონიანმა, - საერთო ჯამში მისი წლიური ანაზღაურება 38 906 ლარი იყო, მათ შორის, პრემია-დანამატები - 18 506 ლარი.

რუსთავის მერიის სხვა თანამდებობის პირთა ნაწილს, სხვადასხვა მიზეზების გამო, 2016 წელს მიღებული შემოსავლების სრულად დეკლარირება არ მოუხდენია, ხოლო სამი სამსახურის უფროსის - ეკა პაპუაშვილის, ნინო ქვირიას და პაატა პაპელიშვილის ქონებრივ დეკლარაციებში შრომის ანაზღაურების თანხა საერთოდ არ არის მითითებული.   

„რეგინფო“ წერდა, რომ, ბოლო ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2015 წელს 59 000 ლარი იყო რუსთავის მერის ანაზღაურება, - დავით ჯიქიამ დანამატი და პრემია 10-ჯერ აიღო. მიმდინარე წელს კი ქონებრივი დეკლარაცია მას ჯერჯერობით არ წარუდგენია.

 

მსგავს თემაზე:

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ პრემია-დანამატი 13-ჯერ აიღო

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ პრემია-დანამატი 13–ჯერ აიღო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]