weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

"ნაციონალური მოძრაობიდან" ახალციხის მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ ცემეს

22:59 პარასკევი, 20 ოქტომბერი 2017

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ახალციხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ირაკლი ბარძიმაძე "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ინციდენტი 20 ოქტომბერს, გვიან საღამოს მოხდა.

"სამხრეთის კარიბჭესთან" ინტერვიუში ბარძიმაძე ყვება, რომ მან გადაიღო საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები, რომლებიც "ქართული ოცნების" შტაბიდან გამოვიდნენ, რასაც მის მიმართ "ქართული ოცნების" ერთ-ერთი მხარდამჭერის აგრესია მოჰყვა.

"ოცნების" მხარდამჭერი გიორგი ბალიაშვილი მოითხოვდა, რომ გადაღებული მასალა წამეშალა. ვუთხარი, რომ არ წავშლიდი. ამ დროს, ვიღაც მომეპარა და თავში ჩამარტყა. შევბრუნდი რომ დამეჭირა, მაგრამ გაიქცა, ფეხი წამომიდეს და წამაქციეს", - ციტირებს ბარძიმაძის კომენტარს "სამხრეთის კარიბჭე". მას პოლიციისთვის არ მიუმართავს. ამბობს, რომ არც აპირებს, რადგან პოლიცია პოლიტიკურად მიკერძოებულია.

"ქართული ოცნების" ახალციხის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელმა გიორგი გვარამაძემ ირაკლი ბარძიმაძის ბრალდებები უარყო. "შტაბი ახლოს არის საოლქო კომისიასთან და შესაძლოა ვინმემ გაიარა. გიორგი ბალიაშვილსაც უმიზეზოდ ადანაშაულებენ", – განაცხადა გვარამაძემ.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]