weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ამომრჩეველთა აქტივობა 10:00 საათისთვის 6.74 %-ია – ცესკო

11:35 შაბათი, 21 ოქტომბერი 2017

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 10:00 საათისთვის 6.74 % იყო. ქვეყნის მასშტაბით ხმა 231 736 ამომრჩეველმა მისცა.

რეგიონების მიხედვით ამომრჩეველთა აქტივობა 10:00 საათისთვის ასეთია: აჭარა - 6.5 %; გურია 9 %; თბილისი - 6.3 %; იმერეთი - 7 %; კახეთი - 6.9 %; მცხეთა-მთიანეთი - 7.1 %; რაჭა-ლეჩხუმი 11.2 %; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 7.2 %; სამცხე-ჯავახეთი - 7.8 %; ქვემო ქართლი - 6.2 %; შიდა ქართლი - 5.8%.

დღეს საქართველოში საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები იმართება. ამომრჩევლები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ.

საარჩევნო უბნებში ხმის მიცემა დილის 8 საათიდან მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 440 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]