მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, 2012 წლიდან, საბოლოოდ შეცვალა ჩვენს ქვეყანაში არჩევნების არსი და არჩევანის უფლება ხალხს დაუბრუნა.
„სწორედ „ქართულმა ოცნების“ პოლიტიკური ნებაა არჩევნების სამართლიან, მშვიდობიან, კონკურენტულ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ამ დროისთვის არსებული წინასწარი მონაცემებით, დიდი უპირატესობით ლიდერობს. ასევე დიდი უპირატესობით ლიდერობს კახა კალაძე და მინდა, ყველას მოგილოცოთ.
ეს არის თბილისის და თბილისელების გამარჯვება, ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს გამარჯვება!
ჩვენ ველოდებით საბოლოო შედეგებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დათვლებს, რომელიც დარწმუნებული ვარ, დაადასტურებს „ქართული ოცნების“ გამარჯვებას“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.