weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2024

ყაზბეგში მერის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება

10:37 კვირა, 22 ოქტომბერი 2017

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ყაზბეგის 29-ე სარჩევნო ოლქში ათივე საარჩევნო უბანი დათვლილია. „ქართული ოცნებიდან“ მერობის კანდიდატმა ალექსანდრე ზაგაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 44.61 % (1023 ხმა) მიიღო, ხოლო „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატმა სანდრო ყამარაულმა 26.88 % (725 ხმა).

მესამე ადგილზეა „ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ვიქტორ სუჯაშვილი, რომელმაც ხმების 17.2 % (464 ხმა) აქვს მიღებული. 11.31 % (305 ხმა) აქვს პარტია „საქართველოს“ კანდიდატს ზაზა ალიბეგაშვილს.

ყაზბეგის 29-ე საარჩევნო ოლქში 5 317 ამომრჩეველია რეგისტრირებული, საიდანაც კენჭისყრაში მონაწილეობა 2 750-მა (51.72 %) მიიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]