weather cur horoscope tv
ნოემბერი 27, 2021

ამომრჩეველთა ყველაზე დაბალი აქტივობა ქვემო ქართლში იყო – 40.7%

11:44 კვირა, 22 ოქტომბერი 2017 hits 1915

საქართველოში რეგისტრირებული 3 440 123 ამომრჩევლიდან 21 ოქტომბერს გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა 1 569 992-მა ამომრჩეველმა მიიღო. ამომრჩეველთა აქტივობამ 45.64 % შეადგინა. რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა, სადაც 34 904 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან არჩევნებზე 21 004 (60.2 %) მივიდა. ყველაზე დაბალი აქტივობა ქვემო ქართლში იყო, სადაც 393 038 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა 159 825-მა (40.7 %) მიიღო.

დანარჩენ რეგიონებში ამომრჩეველთა აქტივობა ასეთია: გურია – 109 971 ამომრჩევლიდან არჩევნებზე მივიდა 64 372 (58.5 %); სამცხე-ჯავახეთში –145 321 ამომრჩევლიდან 79 912–მა ადამიანმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა (55%); მცხეთა-მთიანეთი – 86 418 ამომრჩევლიდან არჩევნებზე მივიდა 41 562 (48.1%); კახეთი – 303 360 ამომრჩევლიდან არჩევნებზე მივიდა 146 023 (48.1%); სამეგრელო-ზემო სვანეთი – 343 553 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 162 614–მა მოქალაქემ (47.3 %); იმერეთი – 537 271 ამომრჩევლიდან არჩევნებზე მივიდა 249 636 (46.5 %); აჭარა – 306 861 ამომრჩევლიდან არჩევნებზე მივიდა 138 120 (45 %); თბილისი – 943 423 ამომრჩევლიდან არჩევნებზე მივიდა 409 763 (43.4 %); შიდა ქართლი – 236 003 ამომრჩევლიდან არჩევნებზე მივიდა 97 161 (41.2 %).

ქვემო ქართლის რეგიონში, სადაც ამომრჩეველთა აქტივობა ყველაზე დაბალი იყო, ქალაქ რუსთავში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 38.66 %–მა; გარდაბანში 36.6 %–მა; მარნეულში 38.69 %–მა; ბოლნისში 44.1 %–მა; დმანისში 53.65 %–მა; წალკაში 45.95 %–მა; თეთრიწყაროში 45.38 %–მა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]