weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პატრიოტთა ალიანსმა ბორჯომში ხმების 32.11% მიიღო, ახალქალაქში 26.18%

12:06 კვირა, 22 ოქტომბერი 2017

წინასწარი მონაცემებით, „დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა ხმების 32.11% მიიღო (2 354) ხმა. ბორჯომის 30 უბნიდან ცესკოს პროპორციული არჩევნების 17 უბნის შედეგები აქვს გამოქვეყნებული. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში „პატრიოტთა ალიანსმა“ ამომრჩეველთა ხმების 26.18 % მიიღო (3 232 ხმა). ეს ახალქალაქის 70 უბნიდან 50 უბნის შედეგებია.

„პატრიოტთა ალიანსიდან“ ბორჯომის მერობის კანდიდატი ზაზა ჩაჩანიძეა. 30 უბნიდან 19 უბნის შედეგების მიხედვით, მან ხმების 39.75% მიიღო. ზაზა ჩაჩანიძე ბორჯომში 2014 წლის მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე იყო „ქართული ოცნებიდან“. თანამებობიდან ის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გადადგა და „პატრიოტთა ალიანსს“ შეუერთდა.

რაც შეეხება ახალქალაქის მუნიციპალიტეტს, „პატრიოთა ალიანსიდან“ აქ კენჭს სამველ პეტროსიანი იყრიდა. 70 უბნიდან 55 უბნის შედეგების მიხედვით, მან ხმების 32.39% მიიღო. 2012–2016 წლებში ის „ნაციონალური მოძრაობიდან“ პარლამენტის წევრი იყო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ხმების 10.25% მიიღო „პატრიოტთა ალიანსმა“ ყაზბეგში; 15.6% დუშეთის მუნიციპალიტეტში; 12.8% მცხეთაში; 14.57% ასპინძაში; 12.69% ონში; 15.52% ლენტეხში; 15.86% მესტიაში; 10.24% ოზურგეთში; 11.85% ჩოხატაურში და 10.25% მარტვილში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]