weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ცესკოს მონაცემებით, თამაზ მეჭიაურს 50.06% აქვს, ლელა ქიტესაშვილს 49.94%

12:54 კვირა, 22 ოქტომბერი 2017

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, N19 თიანეთის საარჩევნო ოლქში 20 უბნიდან მონაცემები 20–ვე უბანში დათვლილია. ცესკოს მონაცემებით, თამაზ მეჭიაურს 50.06% აქვს, „ქართული ოცნებიდან“ მერობის კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს კი 49.94%.

ვიდრე ცესკო–ს ვებგვერდზე თიანეთის ოცივე უბნის შედეგები გამოქვეყნდებოდა, თიანეთის საოლქო–საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ცალუღელაშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, რომ ლელა ქიტესაშვილმა თამაზ მეჭიაურს არჩევნები 4 ხმით მოუგო.

ცესკოს ვებგვერდზე ოქმების და შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ცალუღელაშვილი განმარტავს, რომ როგორც ჩანს ცესკოს წამკითხველმა მე–5 საარჩევო უბნის ოქმში ლელა ქიტესაშვილის გრაფაში დაწერილი რიცხვი არასწორად წაიკითხა. „ლელა ქიტესაშვილს მე–5 უბანზე მიღებული აქვს 98 ხმა, ცესკოს ვებგვერდზე კი ასახულია 92 ხმა. რვიანი ორიანად არის წაკითხული“, – განმარტავს თიანეთის საოლქო–საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. 

ცალუღელაშვილის განცხადებით, თიანეთის მე–5 საარჩევნო უბნის მერის არჩევნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, ყველა სახის სიაში ხელმოწერების ჯამია 180. აქედან, 10 ბიულეტენი გაბათილებულია, 72 ხმა თამაზ მეჭიაურს აქვს მიღებული, 98 ხმა კი ლელა ქიტესაშვილს. ამ მონაცემებით, ოქმში მითითებული მონაცემები ბალანსდება.

რამდენიმე წუთის წინ ცესკომ მე–5 უბნის მონაცემები შეასწორა და ლელა ქიტესაშვილის გასწვრივ 98 ხმა ასახა, თუმცა ამ მონაცემებით ლელა ქიტესაშვილს 3076 ხმა აქვს, თამაზ მეჭიაურს კი 3077.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]