weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ეს გაყალბება არ არის, ეს არის თავხედობა ქუცნაშვილის მიერ – თამაზ მეჭიაური

14:25 კვირა, 22 ოქტომბერი 2017

თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ ზაქარია ქუცნაშვილის ხელმძღვანელობით თიანეთის N19 საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგების შეცვლას ცდილობენ. მეჭიაურის თქმით, გუშინ საარჩევნო უბნებზე სპეცრაზმი იყო მობილიზებული.

„ეს გაყალბება არ არის, ეს არის თავხედობა. თავხედობა ჩადენილი ქუცნაშვილის მიერ, რომელსაც ზურგს უმაგრებს რომელიმე მაღალი თანამდებობის პირი. ეს იქიდანაც ჩანს, რომ ის მხოლოდ თავისი ინიციატივით ვერ მოახერხებდა საკმაოდ წარმომადგენლობითი სპეცრაზმის ჩამოყვანას. ძირითადად მაინც იყო ორიენტირებული მე-20 უბანზე, რომლის გაყალბებასაც ცდილობდნენ. რამდენჯერმე გადათვალეს და როცა ხედავდნენ, რომ მთლიანად წაგებული ჰქონდათ, არ ამთავრებდნენ, საბაბს ეძებდნენ გაყალბების“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თიანეთის N19 საარჩევნო ოლქის ოცივე უბნის შედეგები გამოაქვეყნა. ცესკოს მონაცემებით, თამაზ მეჭიაურს ხმების 50.01 % (3 077 ხმა) აქვს, მის კონკურენტს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ ლელა ქიტესაშვილს კი 49.94 % (3 076 ხმა).

ვიდრე ცესკო–ს ვებგვერდზე თიანეთის ოცივე უბნის შედეგები გამოქვეყნდებოდა, თიანეთის საოლქო–საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ცალუღელაშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, რომ ლელა ქიტესაშვილმა თამაზ მეჭიაურს არჩევნები 4 ხმით მოუგო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]