weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვინ იქნებიან ახალი მერები და სად იქნება მეორე ტური

14:45 კვირა, 22 ოქტომბერი 2017

21 ოქტომბერს ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების პირველი ტურის შედეგად, მუნიციპალიტეტის მერები 4 თვითმმართველ ქალაქში და 54 თემში იქნენ არჩეული. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქალაქ ქუთაისში, ასევე ბორჯომის, ხაშურის, ყაზბეგის, მარტვილისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

თბილისში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახა კალაძემ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 51.13 % მიიღო და პირველ ტურშივე გაიმარჯვა. მეორე ადგილზეა დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი - 17.49 %, მესამე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი გავიდა, რომელმაც ხმების 16.53 % მიიღო, მეოთხეზე კი „ბაქრაძე, უგულავა, - ევროპული საქართველოს“ კანდიდატი ელენე ხოშტარია - 7.12 %. 

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებმა პირველ ტურში მიაღწიეს გამარჯვებას კიდევ 3 თვითმმართველ ქალაქში:

რუსთავში - ირაკლი ტაბაღუამ ხმების 53.05 % მიიღო;

ბათუმში - ლაშა კომახიძემ - 55.95 %;

ფოთში - გოჩა კურდღელიამ მიიღო ხმების 55.14 %.

მერის ვინაობა მეორე ტურში გამოვლინდება ქალაქ ქუთაისში, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ ხმების 48.61 % მიიღო. მისი კონკურენტი მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იქნება, რომლის შედეგიც პირველ ტურში 27.05 %-ია. 

59 თვითმმართველი თემიდან 54-ში მერი პირველ ტურში იქნა არჩეული. მათ შორის, 53  შემთხვევაში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. 

ერთადერთი გამონაკლისია თიანეთი, სადაც, ცესკო-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“ კანდიდატი თამაზ მეჭიაური უმნიშვნელო უპირატესობით - 50.01 %-ით იმარჯვებს, სახელისუფლებო პარტიის კანდიდატ ლელა ქიტესაშვილს კი ხმების 49.99 % აქვს. 

 სხვა მუნიციპალიტეტებში პირველივე ტურში გამარჯვებას მიაღწიეს მერობის შემდეგმა კანდიდატებმა:

კახეთი

საგარეჯო - გიორგი ერბოწონაშვილი, - 69.37 %;

გურჯაანი - არჩილ ხანდამაშვილი, - 59.25 %;

სიღნაღი - გიორგი გოგილაშვილი, - 59.53 %;

დედოფლისწყარო - ნიკოლოზ ჯანიაშვილი, - 65.45 %;

ლაგოდეხი - ჯონდო მღებრიშვილი, - 63.99 %;

ყვარელი - როსტომ სესიაშვილი, - 63.24 %;

თელავი - შოთა ნარეკლიშვილი, - 54.78 %;

ახმეტა - იოსებ ქარუმაშვილი, - 59.41 %.

 

მცხეთა-მთიანეთი

მცხეთა - გიორგი კაპანაძე, - 65.1 %;

დუშეთი - ზურაბ სეხნიაშვილი, - 52.72 %.

 

ქვემო ქართლი

გარდაბანი - რამაზ ბუდაღაშვილი, - 72.03 %;

მარნეული - თემურ აბაზოვი, - 68.05 %;

ბოლნისი - დავით შერაზადიშვილი, - 85.41 %;

დმანისი - გიორგი ტატუაშვილი, - 75.36 %;

წალკა - ილია საბაძე, - 66.6 %;

თეთრიწყარო - გიორგი ქორიძე, - 65.23 %.

 

შიდა ქართლი

გორი - კონსტანტინე თავზარაშვილი, - 54.67 %;

კასპი - მანუჩარ მერებაშვილი, - 64.57 %;

ქარელი - ზაზა გულიაშვილი, - 65.97 %;

 

სამცხე-ჯავახეთი

ახალციხე - ზაზა მელიქიძე, - 69.24 %;

ადიგენი - ზაქარია ენდელაძე, - 60.51 %;

ასპინძა - როსტომ მაგრაქველიძე, - 56.4 %;

ახალქალაქი - იურიკ უნანიანი, - 58.62 %;

ნინოწმინდა - ანივარდ მოსოიანი, - 75.35 %.

 

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

ამბროლაური - ზვიად მხეიძე, - 68.35 %;

ონი - ემზარ საბანაძე, - 88.35 %;

ცაგერი - ავთანდილ უგრეხელიძე, - 69.23 %;

ლენტეხი - ბადრი ლიპარტელიანი, - 74.79 %.

 

იმერეთი

ხარაგაული - ნიკოლოზ თოფურიძე, - 65.78 %;

თერჯოლა - ბონდო სოფრომაძე, - 60.65 %;

საჩხერე - ბენიამენ ფალავანდიშვილი, - 88.25 %;

ზესტაფონი - კახაბერ მახათაძე, - 54.55 %;

ბაღდათი - არჩილ გოგსაძე, - 63.08 %;

ვანი - ალექსანდრე გოგორიშვილი, - 71.33 %;

სამტრედია - ვალერიანე ფოცხვერია, - 56.03 %;

ხონი - ლადო ჯურხაძე, - 56.37 %;

ჭიათურა - პაატა ნადირაძე, - 62.45 %;

ტყიბული - თემურ ჩუბინიძე, - 60.74 %;

წყალტუბო - გრიგოლ იოსელიანი, - 52.53 %.

 

სამეგრელო-ზემო სვანეთი

ზუგდიდი - ლაშა გოგია, - 54.32 %;

აბაშა - ლევან მაკალათია, - 64.86 %;

სენაკი - ლევან კუპრეიშვილი, - 56.57 %;

ხობი - გოჩა ქაჯაია, - 63.17 %;

წალენჯიხა - ბესიკ ფარცვანია, - 65.16 %;

ჩხოროწყუ - დათო გოგუა, - 68.56 %;

მესტია - კაპიტონ ჟორჟოლიანი, - 61.44 %.

 

გურია

ლანჩხუთი - ალექსანდრე სარიშვილი, - 67.69 %;

ჩოხატაური - ირაკლი კუჭავა, - 54.32 %.

 

აჭარა

ქობულეთი - მირიან ქათამაძე, - 61.01 %;

ქედა - ლევან გორგილაძე, - 64.52 %;

შუახევი - ფრიდონ ფუტკარაძე, - 71.53 %;

ხელვაჩაური - ჯუმბერ ვარდმანიძე, - 51.99 %;

ხულო - გოჩა მელაძე, - 59.58 %.

 

არჩევნების მეორე ტური, გარდა ქალაქ ქუთაისისა, კიდევ 5 მუნიციპალიტეტში გაიმართება.

ბორჯომში „ქართული ოცნების“ კანდიდატს ლევან ლიპარტიას ხმების 40.54 % აქვს, „პარტიოტთა ალიანსის“ კანდიდატ ზაზა ჩაჩანიძეს კი 40.23 %. 

ყაზბეგში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ალექსანდრე ზაგაშვილმა მიიღო ხმების 44.61 %, მეორე ადგილზე გავიდა „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ (ნინო ბურჯანაძის პარტია) კანდიდატი სანდრო ყამარაული, რომელმაც ხმების 26.88 % მიიღო. 

ხაშურში მმართველი პარტიის კანდიდატმა გიორგი გურასპაშვილმა მიიღო ხმების 41.54 %, დამოუკიდებელმა კანდიდატმა რამაზ ნოზაძემ კი 18.59 %. 

მარტვილში - „ქართული ოცნების“ კანდიდატს ალექსანდრე გრიგალავას ხმების 49.76 % აქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ მამუკა დანელიას - 35.81 %. 

ოზურგეთში სახელისუფლებო პარტიის კანდიდატმა და ქალაქ ოზურგეთის მოქმედმა მერმა ბეგლარ სიორიძემ 43.38 % მიიღო, ხოლო დამოუკიდებელ კანდიდატს კონსტანტინე შარაშენიძეს, რომელიც 2012-2014 წლებში ოზურგეთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი იყო, მხარი ამომრჩეველთა 41.76 %-მა დაუჭირა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]