weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თიანეთის საოლქო კომისიამ ლელა ქიტესაშვილს 5 ხმა დაუმატა

17:09 კვირა, 22 ოქტომბერი 2017

N19 თიანეთის საოლქო – საარჩევნო კომისიამ 22 ოქტომბერს მიღებული განკარგულებით, „ქართული ოცნებიდან“ მერობის კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს 5 ხმა დაუმატა. შესაბამისად, ლელა ქიტესაშვილმა თამაზ მეჭიაურს 4 ხმით გაუსწრო და ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 50.03%–ით პირველივე ტურში გაიმარჯვა.

როგორც „რეგინფოს“ საოლქო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ცალუღელაშვილმა განუცხადა, კომისიას N20 საარჩევნო უბანზე ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლის და მისი ბათილობის შემოწმების მოთხოვნით „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ნინო გოჯიაშვილმა მიმართა.

„გადათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ მერობის კანდიდატთა ბათილი ბიულეტენების დასტაში 24 ბიულეტენიდან 5 იყო სადავო, რადგან ხუთივეზე ფიქსირდებოდა ამომრჩევლის ნება. კომისიამ იმსჯელა თითოეულის ბათილობის თაობაზე და ხმათა უმრავლესობით აღნიშნული ბიულეტენები მიიჩნია ნამდვილად და მიიღო გადაწყვეტილება N20 საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმში მონაცემთა ცვლილების შეტანის თაობაზე“, – განაცხადა ცალუღელაშვილმა.

ამ ცვლილების შემდეგ ლელა ქიტესაშვილს 3081 ხმა აქვს, თამაზ მეჭიაურს კი 3077.

საოლქო კომისიის გადაწყვეტილება შესაძლოა 2 დღის ვადაში მცხეთის რაიონულ სასამართლოში გასაჩივრდეს.

თამაზ მეჭიაურის განცხადებით, თიანეთში ლელა ქიტესაშვილი რომ გამოცხადდეს გამარჯვებულად, ამისთვის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი ყველაფერს აკეთებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]