weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„შენების მოძრაობას“ წევრები 9 მუნიციპალიტეტის საკრებულოებში ეყოლება - უსუფაშვილი

18:05 კვირა, 22 ოქტომბერი 2017

პარტია „შენების მოძრაობის“ ხელმძღვანელის დავით უსუფაშვილის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, დმანისში, გორში, ხარაგაულში, ონში, ჩოხატაურში, ფოთში, ჩხოროწყში, ხობსა და ხულოში საკრებულოს არჩევნებში „შენების მოძრაობის“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს, რამდენიმე საკრებულოში კი შენების მოძრაობა  ფრაქციებით იქნება წარმოდგენილი.

„შენების მოძრაობას“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიული სიები 17 მუნიციპალიტეტში ქონდა წარდგენილი.

როგორც დავით უსუფაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, „შენების მოძრაობის“ ამოცანა მაღალი სერთო ეროვნული შედეგი არ ყოფილა.

„ფოკუსირებული ვიყავით კონკრეტულ მუნიციპალიტეტებზე და მათ უმრავლესობაში მივიღეთ საინტერესო შედეგები. მაგალითად, ჩოხატაურში  ჩვენმა  მერობის კანდიდატმა მიიღო ხმების 20 %. მეტს ველოდით გორსა და დმანისში, მაგრამ ორივე შემთხვევაში ფრაქციებს მაინც შევქმნით საკრებულოებში. „შენების მოძრაობის“ მთავარი ამოცანა თბილისის არჩევნებში იყო პოლიტიკურ ცხოვრებაში ახლადჩართული პროფესიონალების მიერ საარჩევნო გამოცდილების მიღება, რის გამოც მოძრაობას თბილისში პარტიული სიაც არ ჰქონდა წარდგენილი.

ჩვენ ვაგრძელებთ საქმიანობას ჩვენი გეგმის მიხედვით. ამ არჩევნებზე მოვიპოვეთ არა ხმები ან მანდატები, არამედ ათასობით თანამოაზრე, რომლებთან ერთადაც მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნებში წელში ბოლომდე გავიმართებით და 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში გავიმარჯვებთ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

„შენების მოძრაობის“ შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ფულმა და ძალაუფლებამ, დამარცხდა თავისუფლება და თვითმმართველობა.

„ჩვენ არ ვუწყრებით და არ  ვუბრაზდებით იმ თანამოქალაქეებს, რომლებმაც მატერიალური თუ სხვა კერძო სარგებლის მოსაპოვებლად თუ არდასაკარგად გააკეთეს არჩევანი ან უარი თქვეს არჩევნებში მონაწილეობაზე. ჩვენ მათ ვპირდებით დახმარებას დაკარგული თუ დათმობილი თავისუფლების და ღირსების დაბრუნებაში. ვიზიარებთ და ვუერთდებით ოპოზიციურ ლიდერთა საბჭოს შეფასებებს ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ შესაძლოა გვქონდეს განსხვავებული ხედვები დასკვნებისა და მომავალი პოლიტიკური ნაბიჯების შესახებ. არც ნაცადი გზით საპროტესტო აქციები მოგვიტანს შედეგს და არც ნაცადი გზით არჩევნებში მონაწილეობა. „შენების მოძრაობა“ ამ გაუკვალავ გზას გაკვალავს მომავალი 3 წლის განმავლობაში“, - ნათქვამია მოძრაობის განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]