weather cur horoscope tv
აგვისტო 16, 2022

გორი ქალაქის სტატუსს არ დაკარგავს – შიდა ქართლის გუბერნატორი

16:41 ორშაბათი, 08 მაისი 2017

„დარწმუნებით ვიცი, რომ გორს ქალაქის სტატუსი ექნება, ეყოლება მერი და მუნიციპალიტეტის სოფლები როგორი მოდელით შემოუერთდება, მაგას ახლა ზუსტად ვერ გეტყვით“, – განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ ტელეკომპანია „დიას“ ეთერში.

მისივე თქმით, ანალოგიური მოდელი გავრცელდება დანარჩენ 6 თვითმმართველ ქალაქზეც, რომლის გაუქმებასაც ხელისუფლება გეგმავს.

თვითმმართველი ქალაქების შესაძლო გაუქმებაზე 29 მარტს 120-მა არასამთავრობო, სათემო და მედია ორგანიზაციამ პრემიერ–მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით მიმართა და მოითხოვა, არ დაუშვას 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აცხადებს, რომ საკითხი განიხილება, თუმცა, გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არაა.

სამინისტროს უმთავრესი არგუმენტია ის, რომ თითქოს თვითმმართველი ქალაქების შემცირება გამოიწვევს 40-50 მილიონი ლარის საბიუჯეტო ეკონომიას, ხოლო დაზოგილი თანხა რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.

სამინისტროს განცხადებით, ევროპის ბევრ ქვეყანაში მუნიციპალური ერთეულების გამსხვილების ტენდენციაა. არასამთავრობოების ორგანიზაციების შეფასებით კი, ევროპაში ძალიან პატარა მუნიციპალიტეტების გამსხვილების პროცესი მიდის და არა ისეთი მსხვილი ერთეულებისა, როგორიც საქართველოშია: „საქართველო, მუნიციპალიტეტების სიდიდისა და მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ევროპაში, ფაქტობრივად, მეორე ადგილზეა. ევროპაში თვითმმართველობებში მცხოვრებთა საშუალო რაოდენობა 7-10 ათასი კაცია. მაგალითად, ჩეხეთში საშუალო მაჩვენებელი 3300 კაცია, მაშინ, როცა საქართველოში ეს მაჩვენებელი 50 000-ს აღემატება. ჩეხეთში გამსხვილების შედეგად მიიღებენ ერთ მუნიციპალიტეტში საშუალოდ 4-5 ათას მცხოვრებელს, რაც მაინც 10-ჯერ ნაკლები იქნება საქართველოს მაჩვენებელზე. ესტონეთში, რომლის მოსახლეობაც სულ 1 315 000 ადამიანია, 2012 წლიდან 2016 წლამდე თვითმმართველობების რაოდენობა 13 ერთეულით – 226-დან 213-მდე შემცირდა, ხოლო 2-მილიონიან ლატვიაში 119 თვითმმართველი ერთეულია, ეს მაშინ, როცა 3 720 000-იან საქართველოში მხოლოდ 71 თვითმმართველი ერთეულია“.

ტელეკომპანია „დია“

მაუწყებლობს ქალაქ ხაშურსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. ძირითადად აშუქებს შიდა ქართლის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს. ასევე, ამზადებს საზოგადოებრივ–პოლიტიკურ გადაცემებს. ტელეკომპანიის ვებგვერდია www.dia.ge 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]