weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აშშ-ის საელჩო მთავრობას მოუწოდებს არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრები სწრაფად გამოიძიოს

15:12 ორშაბათი, 23 ოქტომბერი 2017
ფოტოზე აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი ფოტოზე აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს მთავრობასა და ხალხს 21 ოქტომბერს ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ულოცავს, რომელიც საელჩოს შეფასებით, კარგად იყო ადმინისტრირებული და დიდწილად, თავისუფლების ფუნდამენტური უფლების დაცვით მშვიდობიან გარემოში ჩატარდა.

აშშ-ის საელჩო ეთანხმება ეუთო-ს წინასწარ ანგარიშს, რომელშიც აღნიშნულია, რომ კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ კამპანიის ჩატარება და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დაცული იყო.

„აგრეთვე ვიზიარებთ ეუთო-ს მოსაზრებას, რომ მმართველი პარტიის უპირატესი პოზიცია ხაზს უსვამს მის პასუხისმგებლობას უზრუნველყოს ისეთი გარემო, სადაც კონკურენტების შესაძლებლობები არ შეიზღუდება. ეუთო-ს შეფასებაში ასევე საუბარია საჩივრებზე ამომრჩეველთა დაშინებისა და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების შესახებ. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას სწრაფად და გამჭვირვალედ გამოიძიოს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საჩივარი“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს აშშ-საქართველოს საერთო მიზნის განხორციელებას და მხარს უჭერს საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ განვითარებას და მის სწრაფვას გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში. „კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცესკოს ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 444 საჩივარია შესული. საჩივრები დაიწერა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]