weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს

21:44 ორშაბათი, 23 ოქტომბერი 2017

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს. ეს გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

„პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ მიიღოს პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მონაწილეობა ძალდატანებით ჩატარებულ არჩევნების მეორე ტურებში“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ. 

21 ოქტომბერს გამართული არჩევნების შედეგების მიხედვით მეორე ტურში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ქუთაისისა და მარტვილის მერობის კანდიდატები გადავიდნენ. გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში ამომრჩეველთა ხმების 27.03% (14 084 ხმა) მიიღო, ხოლო მარტვილში მერობის კანდიდატმა მამუკა დანელიამ - 35.81% (6 901 ხმა).

შეგახსენებთ, რომ პირველი ტურის შედეგად 6 მუნიციპალიტეტში - ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთში, ქუთაისსა და მარტვილში მერობის კანდიდატებმა 50%–იანი ბარიერი ვერ გადალახეს. მეორე ტურის გამართვის ბოლო ვადა 2017 წლის 15 ნოემბერია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]