„პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ მიიღოს პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მონაწილეობა ძალდატანებით ჩატარებულ არჩევნების მეორე ტურებში“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ.
21 ოქტომბერს გამართული არჩევნების შედეგების მიხედვით მეორე ტურში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ქუთაისისა და მარტვილის მერობის კანდიდატები გადავიდნენ. გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში ამომრჩეველთა ხმების 27.03% (14 084 ხმა) მიიღო, ხოლო მარტვილში მერობის კანდიდატმა მამუკა დანელიამ - 35.81% (6 901 ხმა).
შეგახსენებთ, რომ პირველი ტურის შედეგად 6 მუნიციპალიტეტში - ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთში, ქუთაისსა და მარტვილში მერობის კანდიდატებმა 50%–იანი ბარიერი ვერ გადალახეს. მეორე ტურის გამართვის ბოლო ვადა 2017 წლის 15 ნოემბერია.