weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

უკრაინის გენპროკურორი – სააკაშვილის დეპორტაცია უკვე შესაძლებელია

17:54 სამშაბათი, 24 ოქტომბერი 2017

უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტსა და ოდესის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა,ამის შესახებ დღეს უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა.

ლუცენკოს თქმით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ სააკაშვილი აპარტიდი, ანუ მოქლაქეობის არმქონე პირია და არ არსებობს რაიმე გარემოება, რაც მის დეპორტაციას შეუშლის ხელს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის გენერალური პროკურორი ცრუობს, რადგან საიმიგრაციო სამსახურს მისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი არ უთქვამს და არც რაიმე დოკუმენტი მიუღია, რომელიც უკრაინაში მისი ყოფნის უფლებას ეჭვის ქვეშ დააყენებდა.

„ამჟამად უკრაინაში ჩემი სტატუსი სრულიად ლეგალურია - მე ვარ პირი, რომელსაც უკრაინის ტერიტორიაზე მუდმივი საცხოვრებელი აქვს, სარგებლობს მოქალაქის ყველა უფლებით და უკრაინიდან ჩემი დეპორტაცია არ შეიძლება. ეს ფანტაზიები თანამდებობის პირისთვის, განსაკუთრებით გენერალური პროკურორისთვის, დამღუპველია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

„უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, დღეს იური ლუცენკომ ისიც განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის 20 მომხრე, საქართველოს მოქალეები, რომლებსაც ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა თავის დროზე ბინადრობის უფლება მისცა, ქვეყნის მასშტაბით გადაადგილდებიან და სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საიმიგრაციო სამსახური ამ ადამიანების დეპორტაციას განახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ 15 ოქტომბერს უკრაინაში არ შეუშვეს სააკაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი კობა ნაყოფია. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მას ქვეყანაში შესვლა სამი წლის ვადით აუკრძალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]