weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ლეიბორისტულმა პარტიამ“ ხმების ხელახლა დათვლის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა

13:35 ხუთშაბათი, 26 ოქტომბერი 2017

„საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ“ საარჩევნო პროცესში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ისნის N5 საარჩევნო ოლქის 38-ე უბნის შედეგების ხელახლა დათვლა მოითხოვა. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, არჩევნებზე ხმას უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ნაცვლად სხვა პირები აძლევდნენ.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ისნის 38-ე საარჩევნო უბანზე მათმა დამკვირვებელმა გამოავლინა, რის შემდეგაც ის უბნიდან გააძევეს. მისივე თქმით, 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე მსგავს პრაქტიკას მასობრივი ხასიათი ჰქონდა და „ქართულმა ოცნებამ“ ხმების უპრეცედენტო გაყალბა მოახდინა.

„ისნის რაიონში ერთ-ერთი ჩვენი მოქალაქე, რომელიც დიდი ხანია ალიასკაზე ცხოვრობს, გამოცხადდა თავისი პასპორტით, ოღონდ ძმის ხელით, რომელიც მოითხოვდა ჩვენი წარმომადგენლისგან, რომ პასპორტი დაებრუნებინათ უკან, რათა სხვა უბნებზეც მიეცა ხმა. ჩვენი წარმომადგენელი „ოცნების“ წარმომადგენელი ეგონა. როდესაც საჩივარი დაიწერა, ქალბატონი შორენა გუგავა გამოაძევეს უბნიდან განრისხებულებმა, რომ ეს სქემა გაშიფრა. მინიმუმ 50 ათასი ხმა უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეებისა მოიპარა ივანიშვილმა და კალაძემ თბილისში, 100 ათასობით ხმა მოიპარეს საქართველოს მასშტაბით იმ ადამიანებისა, რომლებიც საქართველოდან მათ ამათ პოლიტიკას გაექცნენ“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

პროცესზე მოპასუხე მხარე ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ცხოვრებაძე იქნება, რომელმაც კომენტარის გაკეთებაზე სასამართლოს დასრულებამდე უარი თქვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]