გიორგი მარგველაშვილი სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვების კომისიის შეხვედრას შეუერთდება და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საყოველთაო განხილვებში მიიღებს მონაწილეობას.
დღესვე, საქართველოს პრეზიდენტი ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ომის ვეტერან ქალს ოლგა ცალანს მოინახულებს. გიორგი მარგველაშვილი 91 წლის ვეტერანს ღირსების ორდენით დააჯილდოებს და 140 ლარიან ვაუჩერს გადასცემს.
140 ლარიან წამლების ვაუჩერს დღეს პრეზიდენტისაგან საჩუქრად მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ყველა ვეტერანი მიიღებს.
9 მაისს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები 1941-1945 წლებში სამამულო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებას აღნიშნავენ. წელს 72–ე წლისთავი აღინიშნება. საქართველოს შრომის კოდექსით 9 მაისი უქმე დღეა. საქართველოს გარდა, 9 მაისი დასვენების დღედ არის გამოცხადებული აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელორუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, მოლდავეთში, რუსეთში, ტაჯიკეთში, თურქმენეთში, უზბეკეთსა და უკრაინაში.