weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ესპანეთი ცხინვალის რეგიონს საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს

11:37 პარასკევი, 27 ოქტომბერი 2017

ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. წარმომადგენლობის ბარსელონაში გახსნის თაობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცხინვალის რეგიონი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს და შესაბამისად, მას ვერ ექნება რომელიმე სახელმწიფოში წარმომადგენლობის ქონის უფლება.

„ესპანეთი ისევე, როგორც ევროკავშირის დანარჩენი წევრი ქვეყნები, „სამხრეთ ოსეთს“ მიიჩნევს საქართველოს განუყოფელ ნაწილად. „სამხრეთ ოსეთი“ არ არის აღიარებული გაერო-ს წევრი თითქმის არც ერთი ქვეყნის მიერ. საქმე ეხება დე-ფაქტო ერთეულს, რომელსაც საერთაშორისო სამართლის თანახმად, არ გააჩნია ე.წ. წარმომადგენლობის ქონის უფლება ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში და საერთაშორისო თანამეგობრობის წევრ თითქმის არც ერთ სახელმწიფოში“, – აღნიშნულია ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ესპანეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

რამდენიმე დღის წინ რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კატალონიაში ოკუპირებული რეგიონის ე.წ. წარმომადგენლობა გაიხსნა. „სპუტნიკის“ ცნობით, ბარსელონაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დიმიტრი მედოევი იმყოფებოდა და ე.წ. წარმომადგენლობის „გახსნას“ დაესწრო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]