weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აფხაზეთის შეფასებით საქართველოს მთავრობის ინიციატივა პოპულისტური და ცინიკურია

11:35 კვირა, 29 ოქტომბერი 2017
ფოტოზე დაუდ კოვე, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ფოტოზე დაუდ კოვე, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის ინიციატივას აფხაზური ენის დაცვის სახელმწიფო პროგრამის შექმნასთან დაკავშირებით. აფხაზური მხარე მას ცინიკურ და პოპულისტურ ნაბიჯად აფასებს.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებების დამოკიდებულება აფხაზეთისა და აფხაზი ხალხის მიმართ პოპულიზმითა და ფარისევლობით ხასიათდება.

„საქართველოს მთავრობა ერთი მხრივ მნიშვნელოვან ძალისხმევას დებს აფხაზეთის და მისი მოქალაქეების საერთაშორისო იზოლაციაში, ხოლო მეორე მხრივ ცდილობს აჩვენოს, რომ დაინტერესებულია აფხაზური ენისა და კულტურის შენარჩუნებით.

გვსურს შევახსენოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც მოულოდნელად შეწუხდა აფხაზური ენის შენარჩუნების პრობლემებით, რომ 1992 წლის 22 ოქტომბერს შეიარაღებულმა ქართულმა ფორმირებებმა ოკუპირებულ სოხუმში დაწვეს ენის ინსტიტუტის შენობა, აფხაზეთის სახელმწიფო არქივი. შედეგად განადგურდა უნიკალური დოკუმენტები და მასალები აფხაზეთის ისტორიისა და კულტურის შესახებ. ეს ფაქტები ყოველ ჯერზე მოწმობენ, რომ მრავალი წლის განმავლობაში ქართული პოლიტიკური ელიტის მთელი ძალისხმევა მიმართული იყო აფხაზი ხალხის ტოტალური განადგურებისა და გენოციდისკენ, მისი ისტორიული ძეგლებისა და კულტურული თვითმყოფადობის დანგრევისკენ.

ამ ფონზე აბსოლუტურად ცინიკურად გამოიყურება საქართველოს ახლანდელი ხელმძღვანელობის მცდელობა შექმნას სურათი, რომ ზრუნავს აფხაზი ხალხის კულტურასა და ტრადიციებზე, რომლის მიმართაც ჩაიდინა შიარაღებული აგრესიის აქტი და ცდილობდა მის სრულ განადგურებას.

პრემიერ-მინისტრის განცხადებას ვაფასებთ როგორც მორიგ პოპულისტურ მცდელობას მოახდინოს საქართველოს სამშვიდობო ინიციატივების დემონსტრირება, რომელიც მიმართულია აფხაზი ხალხის შემოსარიგებლად. სამწუხაროდ, გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საქართველოს რეალური პოლიტიკა ინარჩუნებს აგრესიულ და მტრულ ხასიათს აფხაზეთის რესპუბლიკის და მისი ხალხის მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, 27 ოქტომბერს, აფხაზური ენის დღეს, განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამას ქმნის. კვირიკაშვილის აზრით, პროგრამა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი ქართველ და აფხაზ ხალხს შორის ნდობის აღდგენის პროცესში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]