weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

სააკაშვილის თქმით, უკრაინაში მისი დაკავებისა და ექსტრადირებისთვის ემზადებიან

12:54 კვირა, 29 ოქტომბერი 2017

უკრაინული ოპოზიციური პარტიის „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის, ოდესის ყოფილი გუბერნატორის და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინაში მისი დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირებისთვის ემზადებიან.

„ფეისბუქში“ სააკაშვილი წერს, რომ ბოლო დღეებში უკრაინის გენპროკურორმა იური ლუცენკომ დაიწყო დოკუმენტების მომზადება მისი დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირებისთვის. მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ ლუცენკო ოლიგარქების, კერძოდ კი პუტინის, ივანიშვილისა და პოროშენკოს დაკვეთას ასრულებს. 

24 ოქტომბერს უკრაინის ხელისუფლებამ უარი თქვა სააკაშვილისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. იური ლუცენკოს განცხადებით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ სააკაშვილი აპარტიდი, ანუ მოქლაქეობის არმქონე პირი გახდა და არ არსებობს რაიმე გარემოება, რაც მის დეპორტაციას შეუშლის ხელს.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 27 ივლისს ჩამოართვა. 5 სექტემბერს უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ მესამედ მიიღო საქართველოს მთავარი პროკურატურისაგან თხოვნა, სააკაშვილის დაპატიმრებისა და საქართველოში მისი ექსტრადიციის თაობაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]