მისივე თქმით, სამხრეთ ოსეთის გენოციდის შესახებ საბჭოთა კავშირში საუბარი აკრძალული იყო. „თუმცა, ამის მიუხედავად, 1920 წლის გენოციდი ჩვენი ხალხის მეხსიერებაში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს. მაშინ დაახლოებით 40 ათასი ადამიანი გააძევეს სამხრეთ ოსეთიდან, 5 ათასზე მეტი კი მოკლეს. თითქმის მთელი ოსეთი ქართველმა ნაციონალისტებმა გადაწვეს. სამხრეთ ოსეთის ხალხმა არაერთხელ გადაიტანა გენოციდი. ამაზე ფილმები უნდა გადაიღონ, წიგნები დაწერონ, რათა ყველამ გაიგოს თუ რა ხდბოდა. ბევრმა არაფერი იცის, მათ შორის ევროპაშიც“, – განაცხადა დიმიტრი მედოევმა.
მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა ქვეყანასთან კავშირებს ამყარებს და ცდილობს, ისინი სამხრეთ ოსეთით დააინტერესოს.
„დაინტერესების შემთხვევაში, ჩვენს შესახებ ინფორმაციას მოიძიებენ. ჩვენ კი ისე უნდა გავაკეთოთ, რომ სანდო მონაცემები მიიღონ“, – აღნიშნა მედოევმა.