weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ბორჯომის საკრებულოში „ქართული ოცნება“ უმცირესობაში იქნება

21:28 ორშაბათი, 06 ნოემბერი 2017

სამცხე–ჯავახეთის რეგიონში ბორჯომი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ უმცირესობაში იქნება. საკრებულოში სულ 28 დეპუტატია, აქედან 13 მაჟორიტარი და 15 პარტიული სიით.

მაჟორიტარებიდან 7 დეპუტატი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია, 6 კი „პატრიოტთა ალიანსის“.

ვებგვერდ droa.ge–ს ინფორმაციით, ბორჯომის ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა არჩევნები საქართველოს პარლამენტის წევრის, გედევან ფოფხაძის ძმას, საკრებულოს მოქმედ წევრს, ბესიკ ფოფხაძეს მოუგო.

პარტიული სიით „ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოში 6 წევრი შეიყვანა. ესენი არიან გიორგი ფერაძე, ირაკლი კვირკველია, თამარ სხირტლაძე, ივანე შალუტაშვილი, ლევან ლონდარიძე და უჩა ხვინგია. 5 მანდატი მოიპოვა „პატრიოტთა ალიანსმა“. პარტია საკრებულოში ირმა ზედგინიძეს, მაკა ნოზაძეს, ნიკოლოზ კიკნაძეს, მერაბ კვარაცხელიას და ტატიანა მარტინენკოს შეიყვანს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2 წევრი ეყოლება „ნაციონალურ მოძრაობას“ (ბაკურ გელაშვილი და ვახტანგ ქვათაძე), ერთი წევრი (ბაქარ შირაძე) „ევროპულ საქართველოს“, ერთიც (გიორგი გიუაშვილი) ლეიბორისტულ პარტიას.

12 ნოემბერს, 6 საარჩევნო ოლქში, მათ შორის ბორჯომში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. არჩევნების პირველ ტურში 50%–იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლევან ლიპარტიამ ამომრჩეველთა ხმების 40.3% (5059 ხმა) მიიღო, მეორე ადგილზე კი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი ზაზა ჩაჩანიძე გავიდა, რომელმაც ხმების 40.15% (5035 ხმა) მოაგროვა. ზაზა ჩაჩანიძე ბორჯომში 2014 წლის მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე იყო „ქართული ოცნებიდან“. თანამდებობიდან ის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გადადგა და „პატრიოტთა ალიანსს“ შეუერთდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]