weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პარტიების დაფინანსების სისტემა რეფორმას საჭიროებს – ირაკლი კობახიძე

16:36 ოთხშაბათი, 08 ნოემბერი 2017

პარტიების დაფინანსების სისტემა საჭიროებს რეფორმას და ამ კუთხით განხორციელდება შესაბამისი ცვლილებები, ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, სამწუხარო მოვლენაა ის, რომ დაახლოებით 20 პოლიტიკური პარტია დაფინანსებას გადასახადების გადამხდელების ხარჯზე იღებს.

„მრეწველებს“ სურთ დაფინანსების მიღება იმ ნორმის საფუძველზე, რომელიც არის შემოთავაზებული. სისტემა მე არაერთხელ გამიკრიტიკებია. სამწუხარო მოვლენაა ის, რომ დაახლოებით 20 პოლიტიკური პარტია იღებს დაფინანსებას გადასახადების გადამხდელების ხარჯზე. მთლიანობაში, ჩვენ ავწონ-დავწონით ყველა გარემოებას და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით. ზოგადად, პარტიების დაფინანსების სისტემა საჭიროებს რეფორმას და ამ კუთხით განხორციელდება შესაბამისი ცვლილებები“, - განაცხადა კობახიძემ.

მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიისთვის გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას იღებს ის პარტია, რომელიც დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა არჩევნებში, თუ მან ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკმა ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებში მიიღო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3% ან 3%-ზე მეტი.

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, კვალიფიციური პოლიტიკური პარტიის სტატუსი 20-მა პარტიამ მიიღო. მათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების სახით საერთო ჯამში 9 739 296 ლარი მიიღეს. 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს დაკარგავენ „კონსერვატიული პარტია“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, „რესპუბლიკური პარტია“ და „ეროვნული ფორუმი“, რომლებიც დაფინანსებას 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ინარჩუნებდნენ.

2017 წლის 26 ოქტომბერს, პარლამენტში შევიდა კანონპროექტი საქართველოს ორგანულ კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონპროექტის მიხედვით კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი შესაძლოა მოიპოვონ იმ პოლიტიკურმა პარტიებმაც, რომლებსაც არჩევნებში 3%-იანი ბარიერი არ გადაულახავთ, თუმცა პარლამენტში ფრაქციებით არიან წარმოდგენილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]