weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ედუარდ შევარდნაძის ოჯახი გერმანიის ელჩს მიმართავს

14:59 შაბათი, 11 ნოემბერი 2017

საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილები საქართველოში გერმანიის ელჩს ჰაიკე ფაიჩის მიმართავენ. ოჯახი გულისტკივის გამოხატავს თბილისში ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტის გახსნის ფარგლებში გამართულ გამოფენასთან დაკავშირებით, სადაც ედუარდ შევარდნაძის ფოტო ვერ მოხვდა.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, ობიექტური ისტორიის სრული იგნორირებაა ის ფაქტი, რომ ექსპოზიციაზე, ისტორიულ ფოტოებს შორის, ედუარდ შევარდნაძის ადგილი არც კი გამოინახა.

„მოგეხსენებათ, ბერლინის კედლის 19 ნატეხიდან ერთ-ერთი წარწერით „Danke, Eduard“ მის სახლ-მუზეუმში ინახება. ამ ნატეხმა მსოფლიოს ის მრავალი გამოფენა შემოიარა, რომელიც გერმანიის გაერთიანებას ეძღვნებოდა. თუმცა, რატომღაც ედუარდ შევარდნაძის ფოტოს ვერ გამოენახა ადგილი იმ გამოფენაზე, რომელიც მის სამშობლოში ჩატარდა.

ის რომ ბერლინის კედლის ფრაგმენტის გახსნა საქართველოში მოხდა, არ არის შემთხვევითი. ქალბატონო ელჩო, თქვენ, ეს გამოფენა იმიტომ გახსენით საქართველოში და არა სხვა ქვეყანაში, რომ აქ ედუარდ შევარდნაძის ისტორიული სამშობლოა.

თქვენო აღმატებულებავ, გვჯერა, რომ გამოფენის დაგეგმვისას დაშვებულ იქნა უხეში, სრულიად გაუმართლებელი პროფესიონალური შეცდომა და რომ ეს არ არის გერმანელი ხალხისა და გერმანიის სახელმწიფოს პოზიცია. გვჯერა, თქვენი მხრიდან ყველა ძალას იღონებთ იმისთვის, რომ ეს სამარცხვინო ხარვეზი აღმოიფხვრას და საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ განსაკუთრებულად თბილ, ტრადიციულად ღრმადმეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობებს ჩრდილი არ მიადგება“, – ვკითხულობთ ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილების მიმართვაში.

9 ნომებერს, თბილისში ბერლინის კედლის ფრაგმენტი დაიდგა და ფოტოგამოფენა მოეწყო. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, იგი ძალიან გააკვირვა იმ ფაქტმა, რომ ედუარდ შევარდნაძის სურათი ვერ მოხვდა ამ გამოფენაში. „საქართველოს პრეზიდენტის, მაშინდელი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის როლი ამ მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენაში იყო მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]