weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ქუთაისში არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩეველთა 18% მივიდა

22:19 კვირა, 12 ნოემბერი 2017

ქუთაისის N59 საოლქო საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 27 427 ამომრჩეველმა (17,98%) მიიღო. სულ ქუთაისში 152 546 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

მერის არჩევნების მეორე ტურში "ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგი ჭიღვარია მონაწილეობდა, რომელმაც 21 ოქტომბრის არჩევნებში ხმების 44.66% (25 350 ხმა) მიიღო. "ერთიანმა ნაციონალური მოძრაობამ" არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და მათმა კანდიდატმა გიორგი ვაშაძემ მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღო, თუმცა მისი სახელი და გვარი ბიულეტენში მაინც იყო შეტანილი. პირველ ტურში ვაშაძემ ამომრჩეველთა ხმების 27.03% (14 084 ხმა) მოაგროვა.

შედარებისთვის, ქუთაისში მერის არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობა ამომრჩეველთა 35.36%-მა (53 942 ამომრჩეველი) მიიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]