ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხუთი კომისია იმუშავებს. საკრებულოს სხდომაზე კომისიების თავმჯდომარეების კანდიდატები ოპოზიციას არ დაუსახელებია. ხუთივე კომისიის თავმჯდომარე უმრავლესობიდან დასახელდა და ხმათა სრული უმრავლესობით აირჩიეს კიდეც.
სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ კურტანიძე იქნება. საფინანსო და საბიუჯეტო საკითხთა კომისიას მანანა ბალიაშვილი უხელმძღვანელებს. სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარედ ვასილ სისვაძე აირჩიეს. სოციალური, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ამბარცუმ ბაბოიანი იქნება. მუნიციპალური ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ კომისიას ბესიკ გოქსაძე უხელმძღვანელებს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციის შექმნაზე უკვე წარადგინეს განაცხადები „ევროპულმა საქართველომ“ და „ქართულმა ოცნებამ“.