weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შს მინისტრის მოადგილეებად კახაბერ საბანაძე, ნინო ჯავახაძე და მერაბ მალანია დაინიშნენ

00:27 პარასკევი, 17 ნოემბერი 2017
ფოტოზე შს მინისტრი გიორგი გახარია ფოტოზე შს მინისტრი გიორგი გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მოადგილეები დანიშნა. პირველი მოადგილის თანამდებობა კახაბერ საბანაძემ დაიკავა.

კახაბერ საბანაძე საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორანტია. 2017 წლის მაისიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. 2015-2017 წლებში კახაბერ საბანაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. 2008-2010 წლებში მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობაზე. 2006-2008 წლებში იყო საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ოპერატიული სამმართველოს უფროსი და ამავე სამსახურის ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2004-2006 წლებში - საქართველოს შსს-ს კონტრტერორისტული დეპარტამენტის საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილების უფროსის მოადგილე.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ნინო ჯავახაძე დაინიშნა. იგი ეკონომიკის მაგისტრია. 2013-2015 წლებში ნინო ჯავახაძე იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობისა და სავაჭრო მოლაპარაკებების სამმართველოს უფროსი, ეკონომიკური საბჭოს აპარატის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი და ეკონომიკური საბჭოს მდივნის მოადგილე, ასევე, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მომლაპარაკებელი ჯგუფის წევრი. 2016 წლის ნოემბრიდან ნინო ჯავახაძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ნინო ჯავახაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ურთიერთობების, რეფორმებისა და განვითარების, სტრატეგიული კომუნიკაციების, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებებს და შსს-ს აკადემიას უხელმძღვანელებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობას განაგრძობს მერაბ მალანია. იგი პროფესიით სამართალმცოდნეა და შსს-ში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2015 წელს მერაბ მალანია იკავებდა შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის, ასევე, შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას. 2016 წლიდან იგი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეა.

მერაბ მალანია უწყებაში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს, ობიექტების დაცვის დეპარტამენტს, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტს, მიგრაციის დეპარტამენტს და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კურირებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]