„გაიტაცეს უმსხვილესი ქართული ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი. ის აქ მრავალი წელი მუშაობდა, ჰქონდა აკრედიტაცია. ის ასევე აშუქებდა ჩემს საქმიანობას და ამას უკავშირდება გატაცება. თავზე ტომარა ჩამოაცვეს, დაადეს ბორკილები და უცნობი მიმართულებით წაიყვანეს. გაიტაცეს ჩემი დაცვის ყოფილი წევრი, ზურაბ ცინცაძე. ასევე ორი ქართველი - ვანო ნადირაძე და კიდევ ერთი, რომლებიც უკრაინისთვის იბრძოდნენ. აი, ასე ექცევა ამ ადამიანებს მატყუარა და მოღალატე პრეზიდენტი, რომელსაც არ აინტერესებს, რომ ეს ხალხი უკრაინისთვის იბრძოდა“, - განაცხადა სააკაშვილმა.
15 ნოემბერს სააკაშვილმა გამოაქვეყნა უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც თამაზ შავშიშვილს უკრაინაში ცხოვრების ნებართვაზე უარი ეთქვა.
უკრაინული გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს, რომ ოდესის ოლქში თამაზ შავშიშვილი მიხეილ სააკაშვილის პირად ფოტოგრაფად და ვიდეო-ოპერატორად მოიაზრებოდა.