weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დანია საქართველოსა და უკრაინას რუსეთის აგრესიის დასაძლევად 860 მილიონ კრონს გამოუყოფს

11:34 კვირა, 19 ნოემბერი 2017
ფოტოზე დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფოტოზე დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

დანია საქართველოსა და უკრაინას, რუსეთის აგრესიის დასაძლევად, 860 მილიონ კრონს (დაახლოებით 136 მილიონი აშშ დოლარი) გამოუყოფს. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდერს სამუელსენმა ახალ ხუთწლიან სამეზობლო პროგრამას მხარი დაუჭირა.

როგორც დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, უკრაინა და საქართველო სერიოზული გამოწვევების წინაშე არიან, რომელთა შორის რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეცაა. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ორივე ქვეყანა აგრძელებს არჩეულ ევროპულ კურსს, რაც დანიის ინტერესებშიც არის.

„ამ ქვეყნების ყოვლისმომცველი რეფორმები თანამედროვე და კარგად ფუნქციონირებადი საზოგადოებების განვითარების წინაპირობაა. ისინი წარმოადგენენ საუკეთესო პასუხს რუსეთის აგრესიაზე და აუცილებელია ევროინტეგრაციის გზის გასაგრძელებლად. მნიშვნელოვანია, რომ მხარი დავუჭიროთ ამ რეფორმებს. დანიის დახმარება ხელს შეუწყობს სწორი მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას. ამიტომაც მე დავამტკიცე ახალი სამეზობლო პროგრამა, რომელიც 860 მილიონ დანიურ კრონს შეადგენს“, - განაცხადა მინისტრმა ანდერს სამუელსენმა.

სამეზობლო პროგრამა ფოკუსირებულია რეფორმების ძირითად მიმართულებებზე, მათ შორის დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, მდგრად და ინკლუზიური ეკონომიკურ ზრდაზე.

სამეზობლო პროგრამა ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოებების მხარდაჭერასაც. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლი მნიშვნელოვანია, რათა მთავრობებმა არ გადაუხვიონ რეფორმების გზას, ისინი უზრუნველყოფენ ანგარიშვალდებულებასა და გამჭირვალეობას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]