weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2024

ამერიკის სამხედრო მხარდაჭერამ თბილისს შესაძლოა ახალი ავანტიურებისკენ უბიძგოს - რუსეთი

23:37 სამშაბათი, 28 ნოემბერი 2017

რუსეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ აშშ-ს მიერ საქართველოსთვის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის, "ჯაველინების" მიწოდებამ, შესაძლოა, თბილისს რეგიონში ახალი სახიფათო ავანტიურებისკენ უბიძგოს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

"რუსული მხარე კვლავ ყურადღებას ამახვილებს თბილისსა და ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების საფრთხეზე. ახლახან აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა და პენტაგონმა თბილისისთვის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის, "ჯაველინების" მიწოდებას მხარი დაუჭირეს. ეს აშშ-სა და საქართველოს შორის ასეთი მასშტაბის პირველი სამხედრო გარიგებაა 2008 წლის შემდეგ. ამავდროულად, ვაშინგტონმა შეცვალა ქართველ სამშვიდობოებს სწავლების პროგრამა რეგულარული საბრძოლო შენაერთების მომზადებათ. აშშ-ს დახმარებით საქართველოს ტერიტორიაზე, იგეგმება კიდევ ერთი სამხედრო სასწავლო ცენტრის აშენება", - აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სერგეი ლავროვის უწყება ამგვარ სამხედრო მხარდაჭერას აფასებს, როგორც თბილისის პირდაპირ წაქეზებას რეგიონში ახალი სახიფათო ავანტიურებისკენ.

საქართველო შეერთებული შტატებისგან მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ, ჯავშან-საწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას იყიდის. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაყიდვაზე ნებართვა რამდენიმე დღის წინ გასცა და ის დასამტკიცებლად კონგრესს გაუგზავნა. საქართველო ამერიკისგან პირველ ეტაპზე 410 რაკეტას და 72 გამშვებ დანადგარს შეიძენს, რისთვისაც 75 მილიონ დოლარს გადაიხდის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]