weather cur horoscope tv
დეკემბერი 30, 2024

აფხაზური მხარის განცხადებით, იტალიაში დიპლომატიური წარმომადგენლობა გახსნეს

15:24 ოთხშაბათი, 29 ნოემბერი 2017

იტალიაში აფხაზეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის შესახებ წერს „სპუტნიკ აბხაზია“, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, კან ტანიაზე დაყრდნობით. კან ტანიას განცხადებით, რომელიც იტალიაში „სამუშაო ვიზიტით“ იმყოფება, ე.წ. დიპლომატიური წარმომადგენლობა „იქნება ხიდი, რომელიც აფხაზ და იტალიელ ხალხს დაახლოვებს“.

„იტალიაში ჩემი ჩამოსვლის მთავარი მიზანი აფხაზეთის რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობის რეგისტრაციის პროცედურის დასრულებაა.

ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ წარმომადგენლობას კლასიკური დიპლომატიური ფუნქციები არ ექნება, რამდენადაც ის აკრედიტირებული არ არის, რადგან იტალიას ჯერ კიდევ არ აქვს აღიარებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა.

ამის მიუხედავად ჩვენ ვიმუშავებთ“, - აცხადებს კან ტანია.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო სამეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, იტალიაში გახსნილი წარმომადგენლობა ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც იმუშავებს და მისი მიზანი,საერთაშორისო საზოგადოებამდე აფხაზეთის პოზიციის მიტანაა.

აფხაზური მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს იტალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კარლო სიხარულიძე.

„ეს არის აბსოლუტური ნონსენსი, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ასეთი რამე ბუნებაში არ შეიძლება მოხდეს. ჩვეულებრივი დეზინფორმაციაა“, - ელჩის ამ კომენტარს „ინტერპრესნიუსი“ ციტირებს.

მისივე თქმით, კან ტანიამ იტალიის ქალაქ ბარში პრესკონფერენცია ჩაატარა, რომელსაც არავითარი კავშირი არ ჰქონდა მუნიციპალურ ხელისუფლებასთან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

reginfo.ge@gmail.com