weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სანდრა რულოვსი – ახლა იწყება ნამდვილი ბრძოლა უკრაინასა და საქართველოში

14:20 სამშაბათი, 05 დეკემბერი 2017

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, სანდრა რულოვსი უკრაინაში სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, კიევში დღეს მიხეილ სააკაშვილს თავს დაესხნენ, რაც საქართველოსა და უკრაინაში „ნამდვილი ბრძოლის“ დასაწყისია.

„როგორც უკვე ცნობილია, პოროშენკომ დღეს კიევის ცენტრში, საცხოვრებელ ბინაში, განახორციელა ჩემს მეუღლეზე თავდასხმა. ჰგონიათ, რომ ეს არის თვეების მანძილზე მიმდინარე პოლიტიკური დევნის დასასრული, მაგრამ სინამდვილეში ახლა იწყება ნამდვილი ბრძოლა, უკრაინაში და საქართველოში“, - წერს სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში.

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი და ამჟამად „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი კიევში, საცხოვრებელი სახლის სახურავზე დააკავეს. ტელეარხ NewsOne-ის ინფორმაციით, სააკაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც გულისხმობს დანაშაულებრივი ჯგუფის მონაწილეთა ხელშეწყობასა და მათი დანაშაულებრივი ქმედების დაფარვას.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციით, მათმა თანამშრომლებმა გენერალური პროკურატურის ძალოვანებთან ერთად სახლი გაჩხრიკეს და სააკაშვილს ბრალი წაუყენეს.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს რუსეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მისი დაკავება რუსეთთან შეთანხმებით მოხდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]