weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გორის მერიაში მრჩევლების პოზიცია გაუქმდა, დაემატა მრეცხავი, ნაკადის მომწესრიგებელი

22:19 პარასკევი, 08 დეკემბერი 2017

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, რომ გორის მერს 3 მოადგილე, 3 მრჩეველი, 3 თანაშემწე და 3 კონსულტანტი ეყოლებოდა, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში მრჩევლების პოზიციები გაუქმდა, თუმცა შეცვლილ საშტატო ნუსხაში ახალი პოზიციებია დამატებული: მრეცხავი, ნაკადის მომწესრიგებელი, მდივანი და ა.შ.  

qartli.ge-თან საუბარში გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა განმარტა, რომ მედიაში მასალის გამოქვეყნების შემდეგ ახლადდამტკიცებულ საშტატო ნუსხას გადახედეს და მისი შეცვლის აუცილებლობაში დარწმუნდნენ.

ახალ საშტატო ნუსხაში, რომელიც საკრებულომ დღეს დაამტკიცა, 3-ის ნაცვლად 4 თანაშემწე და 2-ის ნაცვლად 3 მძღოლია გათვალისწინებული.

საერთო ჯამში გორის მერს ეყოლება 3 მოადგილე, 4 თანაშემწე, 3 კონსულტანტი, 3 მძღოლი, მდივანი, ნაკადის მომწესრიგებელი და მრეცხავი. ერთი წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან მათ შესანახად დაახლოებით 230 ათასი ლარი დაიხარჯება.

კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, მრეცხავი უზრუნველყოფს, რომ ავტომანქანები სუფთა იყოს.

თანაშემწის და მძღოლის ანაზღაურება 1000 ლარია, კონსულტანტის კი 900 ლარი.

რაც შეეხება მოადგილეებს, პირველი მოადგილის ხელფასი 2150 ლარია, მოადგილის კი 2050 ლარი. მერის ხელფასი 2750 ლარით არის განსაზღვრული.

კონსტანტინე თავზარაშვილი გორის მუნიციპალიტეტის მერად "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა. თავზარაშვილმა 2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]