weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჩინოვნიკებმა საწვავში ბიუჯეტიდან 120 200 ლარი დახარჯეს

12:58 ორშაბათი, 11 დეკემბერი 2017

გურჯაანის გამგეობისა და საკრებულოს თანამდებობის პირების სამსახურებრივი ავტომანქანების გადაადგილებაზე 2 წელიწადში ბიუჯეტიდან 120 200 ლარი დაიხარჯა: 2015 წელს - 65 900 ლარი, 2016 წელს კი 54 300 ლარი.

სახელმწიფო აუდიტის მასალებში მითითებულია, რომ გურჯაანის გამგეობისა და საკრებულოს ბალანსზე ირიცხება 9 ერთეული სამსახურებრივი ავტომანქანა, თუმცა საქართველოს მთავრობის დადგენილებით რეკომენდებული იყო არაუმეტეს 7 ავტომანქანა. 

იმავე დასკვნის თანახმად, თანამდებობის პირებისთვის გამოყოფილი საწვავის ლიმიტები არასწორად განისაზღვრებოდა გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებებით. კანონმდებლობის შესაბამისად, ლიმიტების დადგენა მხოლოდ საკრებულოს ნორმატიული აქტით - დადგენილებით უნდა მომხდარიყო. 

საინფორმაციო ცენტრების ქსელი წერდა, რომ, 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდში, კახეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირების ავტომანქანებით მომსახურებაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 992 932 ლარი დაიხარჯა. მათ შორის, საწვავის შესაძენად - 1 506 929 ლარი, ხოლო ავტომანქანების შეკეთებისთვის - 486 003 ლარი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]