weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვიქტორ დოლიძე ჟენევაში გაეროს განყოფილებებში საქართველოს ელჩად დაინიშნა

10:51 ოთხშაბათი, 13 დეკემბერი 2017

საქართველოს პრეზიდენტმა ვიქტორ დოლიძე ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე დანიშნა. 

გიორგი მარგველაშვილმა ახლადდანიშნული ელჩი პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. შეხვედრისას გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და ჟენევაში მოქმედ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს დღის წესრიგი და პრიორიტეტები განიხილეს.

ვიქტორ დოლიძე ახალ თანამდებობაზე მუშაობას 2018 წლის 1 იანვრიდან შეუდგება.

ვიქტორ დოლიძე 2016 წლიდან დღემდე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრია. 2012 წელს ის საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა. სხვადასხვა დროს ეკავა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტის, ავსტრიასა და საბერძნეთის რესპუბლიკასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციები. 2005-2009 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი  ავსტრიისა და უნგრეთის რესპუბლიკებში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლი ეუთოსა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. ვიქტორ დოლიძეს 2007 წელს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი მიენიჭა. 2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს საერთაშორისო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]