weather cur horoscope tv
აგვისტო 16, 2022

გამოკითხულთა 42 % მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ცუდი მოვლენა იყო – NDI

14:10 პარასკევი, 12 მაისი 2017

კითხვაზე – საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის კარგი მოვლენა იყო თუ ცუდი, გამოკითხულთა 48 % ამბობს, რომ კარგი მოვლენა იყო, 42 % ცუდ მოვლენად მიიჩნევს, 10 %–ს პასუხი არ აქვს.

კვლევის მიხედვით, იმ ადამიანთა უმეტესობა, ვინც მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ცუდი მოვლენა იყო, მაინც უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

კითხვაზე, როგორ სამხედრო საფრთხეს წარმოადგენს რუსეთი, თუ საერთოდ წარმოადგენს მისი მეზობელი ქვეყნებისთვის, გამოკითხულთა 11 % მიიჩნევს, რომ საფრთხეს საერთოდ არ წარმოადგენს, 21 %–ს მიაჩნია, რომ მცირე საფრთხეა, 57 % დიდ საფრთხედ მიიჩნევს. 10 %–ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

კითხვაზე, ეთანხმებით თუ არა, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა არსებობს, 47 % ეთანხმება, 27 % არა, 26 % ამბობს, რომ არ იცის. პროპაგანდა განმარტებულია როგორც დამახინჯებული და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება, რომლის მიზანია რომელიმე ქვეყნის დადებითი იმიჯის შექმნა, მისი ქმედებების გამართლება და დაპირისპირებული ქვეყნების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების დანერგვა.

რესპონდენტთა 39 %–ს მიაჩნია, ეს პროპაგანდა ქართულენოვანი სატელევიზო არხებით ვრცელდება, 34 % ფიქრობს, რომ პოლიტიკური პარტიების მიერ, 32 % ინტერნეტს და სოციალურ მედიას ასახელებს, 15 % არაქართულენოვან არხებს.

მონაცემების ანალიზის შედეგად NDI ასკვნის, რომ არსებობს ალბათობა, რომ უფროსი ასაკის ადამიანები, უმცირესობათა დასახლებებში მცხოვრები მოქალაქეები, საშუალო ან უფრო დაბალი განათლების მქონენი და ისინიც, ვინც ნაკლებად ხედავენ უვიზო მიმოსვლის სარგებელს საბჭოთა კავშირის დაშლას ცუდ მოვლენად მიიჩნევდნენ. მეტიც, დიდი ალბათობით ადამიანები, რომლებიც არ ფლობენ ინგლისურ ენას და არ აღიარებენ რუსული პროპაგანდის არსებობას, ასევე, არ მიესალმებიან საბჭოთა კავშირის დაშლას.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით CRRC–საქართველომ კვლევა 2017 წლის 7-28 აპრილის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით 2,493 მოქალაქე გამოიკითხა პირისპირ ინტერვიუს სახით, წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,7 პროცენტია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]