weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სუს-ის უფროსის მოადგილედ გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნა

12:11 შაბათი, 16 დეკემბერი 2017

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ (გიორგი) ლილუაშვილი დაინიშნა. ლილუაშვილის განცხადებით, ამ თანამდებობის დაკავების თაობაზე შეთავაზება სუს-ის ხელმძღვანელისგან, ვახტანგ გომელაურისგან მიიღო.

გრიგოლ ლილუაშვილს პარლამენტის წევრის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის უფლებამოსილება მომავალ კვირაში შეუჩერდება, რის შემდეგაც ახალ სამსახურში მოვალეობის შესრულებას დაიწყებს.

გრიგოლ ლილუაშვილი პარლამენტიდ წევრად არჩევამდე, 2016 წელს თბილისის მერის მოადგილე იყო, ხოლო მანამდე ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში, „ქართუ“ ჯგუფში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. მათ შორის, 2015 – 2016 წლებში „ქართუ-ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და „ქართუ“ ჯგუფის გენერალური დირექტორი იყო. 2014 – 2016 წლებში შპს Old City Development-ის, 2013 – 2014 წლებში კი შპს „ბურჯის“ გენერალურ დირექტორად მუშაობდა. 2008 – 2013 წლებში ის შპს „ქართუ მშენებელის“ გენერალური დირექტორის მოადგილე იყო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს გრიგოლ ლილუაშვილის გარდა სამი მოადგილე ჰყავს. პირველი მოადგილის თანამდებობა იოსებ გოგაშვილს უკავია. მეორე და მესამე მოადგილეები კი ალექსანდრე ტაბატაძე და ალექსი ბატიაშვილი არიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]