weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საპარლამენტო უმრავლესობაში დამატებით 2 ფრაქცია წლის ბოლომდე შეიქმნება – ირაკლი კობახიძე

14:03 კვირა, 17 დეკემბერი 2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობაში დამატებით ორი ფრაქცია 2017 წლის ბოლომდე შეიქმნება. როგორც კობახიძემ განმარტა, ფრაქციების შექმნაზე კონსულტაციები საშემოდგომო სესიის დროს დაიწყო და ეს გადაწყვეტილება უმრავლესობაში მენეჯმენტის რაციონალიზაციას ემსახურება.

„ჩვენ მოვისმინეთ გარკვეული სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა შემიძლია გითხრათ, დაგიდასტუროთ, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები დაიწყო ჯერ კიდევ საშემოდგომო სესიის დროს. ფრაქციების შექმნას არ სჭირდება პლენარული სხდომა, ესაჭიროება ბიუროს სხდომაზე დამტკიცება. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე საპარლამენტო უმრავლესობაში უკვე შეიქმნება ორი დამატებითი ფრაქცია. კონსულტაციებიუკვე შემდგარია, მიღებული გვაქვს პრინციპული გადაწყვეტილება ფრაქციების შექმნასთან დაკავშირებით, შემადგენლობასთან, ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე მიიღება უკვე საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს მიერ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ დროისთვის საპარლამენტო უმრავლესობაში 6 ფრაქციაა: „ქართული ოცნება“, „ქართული ოცნება–კონსერვატორები“, „ქართული ოცნება–მრეწველები“, „ქართული ოცნება–მწვანეები“, „ქართული ოცნება–რეგიონების განვითარებისთვის“ და „ქართული ოცნება–სოციალ-დემოკრატები“.

ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ 86 წევრია და მას მამუკა მდინარაძე თავმჯდომარეობს. ფრაქციის სამ ნაწილად გაყოფასთან დაკავშირებით ინფორმაცია პირველად „რუსთავი 2“-მა გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, მომღერალ გიორგი გაჩეჩილაძესა („უცნობი“) და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შორის უთანხმოების გამო გაჩეჩილაძის მეგობარი ბიძინა გეგიძე და გოჩა ენუქიძე ფრაქციას ტოვებენ და პარლამენტში ორ ახალ ფრაქციას ქმნიან. ამ ვერსიას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები უარყოფენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]