weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის პენსიებზე შეთანხმება ძალაში შევიდა  

17:31 პარასკევი, 12 მაისი 2017

რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის ძალაში შევიდა შეთანხმება, რომელიც რუსეთის მოქალაქეების საპენსიო უზრუნველყოფას ითვალისწინებს. დოკუმენტის თანახმად, თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების პენსია ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში არსებული პენსიის ოდენობას გაუთანაბრდება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა დოკუმენტს ხელი 2016 წლის 25 ნოემბერს მოაწრეს. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტმა მისი რატიფიცირება იმავე წლის 29 დეკემბერს მოახდინა, ხოლო რუსეთის ფედერალურმა საბჭომ 2017 წლის 3 აპრილს. რატიფიცირებული დოკუმენტები დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში ზნაურ გასიევმა გაცვალეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში პენსია 10,4 ათას რუბლს შეადგენდა, რაც დაახლოებით 440 ლარია. ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილი კანონის საფუძველზე კი 2017 წლის 1-ლი აპრილიდან 2 წლის განმავლობაში პენსიის ოდენობა 18,8%-ით გაიზრდება.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]