weather cur horoscope tv
ივნისი 01, 2020

მე პირადად, ქალაქის და რაიონის გაყოფის წინააღმდეგი ვარ – ირაკლი კობახიძე

17:49 პარასკევი, 12 მაისი 2017 hits 2245

„პარლამენტი ველოდებით მთავრობის პოზიციას. იცით, რომ ამ თემაზე მუშაობა მიმდინარეობს. თავის დროზე, როცა მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქალაქის და რაიონის გაყოფის თაობაზე, მე პირადად ვიყავი ამის წინააღმდეგი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, თელავში, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას NIMD–ის თელავის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორის ნიკოლოზ შარვაშიძის მირ დასმული კითხვის პასუხად.

„რამდენიმე თვის წინ გაიჟღერა იმან, რომ 7 თვითმმართველი ქალაქი ისევ მუნიციპალიტეტებთან უნდა გაერთიანდეს. ამის წინააღმდეგ ქალაქ თელავში ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო, საპროტესტო აქციებიც გაიმართა. მაინტერესებს თქვენგან, პარლამენტის თავმჯდომარისგან, უმრავლესობის, უმცირესობის ლიდერებისგან კიდევ განიხილება თუ არა დღეს ეს საკითხი და რა ფორმით?“,- აღნიშნა ნიკოლოზ შარვაშიძემ.

„თავის დროზე კოალიციურ რეჟიმში მიიღებოდა გადაწყვეტილება. ეს ფისკალური რისკები აწონ-დაწონეს და გააკეთეს ისე რომ, გაიყო თვითმმართველობა. დამატებითი რესურსის საჭიროება ჩნდებოდა და იმისთვის, რომ პრობლემა არ შექმნილიყო, დაამატეს მეტი ფული 7 ქალაქ-რაიონს: თელავს, ამბროლაურს, მცხეთას და აშ. რეალურად პრობლემების თავიდან არიდება მოხდა იმის ხარჯზე, რომ

მაგალითად, თელავს დღეს აქვს პროპორციულად იმაზე მეტი ფული, ვიდრე გურჯაანს, ლაგოდეხს და ყვარელს - რეალურად ეს იყო მაშინდელი გადაწყვეტილება. მე იმ აზრზე ვრჩები, როგორც იყო თავის დროზე. ქალაქის და რაიონის გაყოფის წინააღმდეგი ვარ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მთავრობამ თვითმმართველი ქალაქების სტატუსის საკითხი მოსახლეობის და თვითმმართველობებში დასაქმებული ადამიანების ინტერესების გათვალისწინებით უნდა გადაწყვიტოს.

„თუმცა, ჩვენ არ უნდა მივიღოთ ისეთივე არასწორი გადაწყვეტილება, როგორც მიღებულ იქნა თავის დროზე. გაერთიანებასაც ახლავს სირთულეები, მათ შორის არის მოსახლეობის ინტერესები. არცერთ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება არ უნდა იქნეს მიღებული სერიოზული განსჯის გარეშე. ჩვენ ველოდებით მთავრობის პოზიციას ამასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ შევჯერდებით“,- აღნიშნა  პარლამენტის თავმჯდომარემ.

კობახიძის განცხადებით, მთავრობა აქტიურად მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობების დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე.

თელავს, მცხეთას, გორს, ახალციხეს, ოზურგეთს, ამბროლაურსა და ზუგდიდს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი 2014 წელს მიენიჭა. სტატუსის მინიჭების ძირითადი მიზეზი ამ ქალაქებში გუბერნატორების ადმინისტრაციის განთავსება იყო.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავრობა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირებას გეგმავს 12-დან ისევ 5–მდე. რეგიონული განვითარების სამინისტროში დაადასტურეს რომ ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]