weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა

10:23 პარასკევი, 22 დეკემბერი 2017

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ წარდგენილ მინისტრთა კაბინეტს და სამთავრობო პროგრამას - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა 2018 – 2020“ 103-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ ხმა 17 დეპუტატმა მისცა.

განახლებული მთავრობა 13 სამინისტროთი და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატით არის წარმოდგენილი. მინისტრთა კაბინეტი შემდეგი შემადგენლობით დაკომპლექტდა:

გიორგი კვირიკაშვილი - პრემიერ-მინისტრი; მიხეილ ჩხენკელი - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი; ლევან დავითაშვილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; დიმიტრი ქუმსიშვილი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი; ლევან იზორია -თავდაცვის მინისტრი; თეა წულუკიანი - იუსტიციის მინისტრი; მიხეილ გიორგაძე -კულტურისა და სპორტის მინისტრი; სოზარ სუბარი - ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა მინისტრი; ზურაბ ალავიძე - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი; მიხეილ ჯანელიძე - საგარეო საქმეთა მინისტრი; კახა კახიშვილი - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი; მამუკა ბახტაძე - ფინანსთა მინისტრი; გიორგი გახარია - შინაგან საქმეთა მინისტრი; დავით სერგეენკო - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; ქეთევან ციხელაშვილი - სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.

პარლამენტში მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]