weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გადაწყვეტილების მიღების სიმძიმის ცენტრები რეგიონებში უნდა გადავიტანოთ - პრემიერი

12:28 პარასკევი, 22 დეკემბერი 2017

საქართველოს მთავრობა უახლოეს მომავალში არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობით საბჭოს შექმნას გეგმავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს მსგავსი პლატფორმები ბიზნესთან და საინვესტიციო საზოგადოებასთან. ეს არის ინვესტორთა საბჭო, რომელიც ევრობანკის ინიციატივით შეიქმნა, სადაც ჩვენ გვაქვს ყოველ კვარტალში ერთხელ დიალოგი ბიზნესსაზოგადოებასთან, სამეწარმეო წრეებთან, განსახორციელებელი და განხორციელებული რეფორმების შესახებ. ანალოგიური პლატფორმა უახლოეს მომავალში შეიქმნება არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, შესაძლებლობა იქნება, რომ ცივილიზებული დიალოგი შედგეს ასევე პოლიტიკურ პარტიებთან“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, შეიქმნა ვებგვერდი ichange.gov.ge, სადაც 10 000 ხელმოწერის დაფიქსირების შემთხვევაში, მთავრობას ექნება ვალდებულება, რომ მოქალაქეების ინიციატივა განიხილოს.

„მინდა 2018 წელი საყოველთაო ჩართულობის და დიალოგის წლად გამოვაცხადო. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩვენ გავაფართოოთ ის წრე ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლების, რომლებთანაც შესაძლებელი იქნება ცივილიზებული დიალოგი, კრიტიკის მოსმენაც, გათვალისწინება ძალიან ბევრი წინადადების და მეტი ჩართულობა იმისათვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს საკუთარი თავი ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის, ქვეყნის განვითარების პროცესის მონაწილედ“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, თვითმმართველობა და დეცენტრალიზაცია ხელისუფლებისთვის არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ხაზი და მთავრობა უახლოეს მომავალში წარმოადგენს სტრატეგიას, „თუ როგორ მოვახდენთ კიდევ უფრო მეტ დეცენტრალიზაციას და გადაწყვეტილების მიღების სიმძიმის ცენტრების გადატანას რეგიონებში“.

„ასევე, ფინანსების განაწილების დროს ჩვენ გვინდა, რომ გაცილებით უფრო მეტი დაფინანსება ჰქონდეს რეგიონებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო კვალიფიციური ადამიანური რესურსი იქნეს მობილიზებული და კიდევ უფრო მოცულობითი პროექტები განახორციელონ ადგილზე, ვინაიდან, საჭიროებები, რომლებიც არსებობს რეგიონებში, ყველაზე კარგად იციან ადგილობრივმა მცხოვრებლებმა. თითქოსდა, ეს ბანალური ჭეშმარიტება, ძალიან რთულია განსახორციელებლად, მაგრამ ჩვენ 10-წლიანი სტრატეგია გვექნება, თუ როგორ გავზრდით ნაბიჯ-ნაბიჯ მთლიან შიდა პროდუქტში ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსებას, რათა ავიდეთ აბსოლუტურად ევროპულ დონეზე ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსების მიმართულებით და ეს იქნება თვისობრივი ცვლილება ჩართულობისაც და რა თქმა უნდა, რეგიონში ცხოვრების დონის გაუმჯობესებისაც“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]