weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

აფხაზეთის ბაზრები სავსეა საქართველოდან შემოტანილი პროდუქციით - რაულ ხაჯიმბა

21:49 პარასკევი, 22 დეკემბერი 2017

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ  განაცხადა, რომ აფხაზეთის ბაზარი საქართველოდან შეტანილი პროდუქციით არის სავსე, რის გამოც აუცილებელია, საზღვარზე საქონლის გადაადგილება გაკონტროლდეს. ხაჯიმბამ ხაზი გაუსვა, რომ საბაჟოს გახსნა „საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენას არ ნიშნავს“.

„სპუტნიკ აბხაზიას“ ინფორმაციით, რაულ ხაჯიმბამ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გაიხსენა, რომ საბაჟო პუნქტი ომის შემდეგ მუშაობდა და საბაჟო გადასახადიც იყო, თუმცა მოგვიანებით პუნქტი დაიხურა.

 „არავინ ამბობს, რომ საქართველოსთან სახელმწიფო დონეზე ეკონომიკური ურთიერთობის დამყარებას ვაპირებთ, მაგრამ ეკონომიკური ურთიერთობები დაამყარეს სრულიად სხვა ადამიანებმა, რომლებიც ამ საზღვარზე მუშაობენ.

არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ საქართველოდან საზღვრის გავლით საქონელი აფხაზეთში ხვდება. ეს ნაკადი აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს. აფხაზეთის ყველა ბაზარში საქართველოდან შემოტანილი ან საქართველოში დამზადებული საქონელი იყიდება.

რატომ უნდა ვაძლევდეთ ზოგიერთი კატეგორიის ხალხს ჩვენს ბაზარზე დემპინგის საშუალებას. ჩვენ საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებას კი არ ვემხრობით, არამედ უფრო მკაცრი კონტროლის პროცესს და სახელმწიფოსთვის შესაბამისი შესაძლებლობების მიღებას ვუჭერთ მხარს. აფხაზეთის ტერიტორიიდან თხილი გააქვთ, რომელიც საბაჟო გადასახადებს ექვემდებარება. ეს თემა ჯერ ღიაა, განიხილება, ხოლო ტვირთი, რომელიც იმ მხრიდან გადმოდის, ფასთან კავშირში, არ შემიძლია ვთქვა, რომ შეედრება ტვირთს, რომელსაც რუსეთ-აფხაზეთის და საზღვაო საზღვრით ვუშვებთ, მაგრამ ის საკმაოდ მნიშვნელოვანია და ჩვენ ვკარგავთ დიდ თანხებს. ამიტომ ეს საკითხები უნდა დამუშავდეს და უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ გამოვიყენოთ სწორად ეს შესაძლებლობები“, – ციტირებს „სპუტნიკ აბხაზია“ დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებას.

საქონლის გაფორმების მიზნით გამშვები პუნქტების შექმნის აუცილებლობაზე ცოტა ხნით ადრე ე.წ. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ ბესლან წვინარიამ ისაუბრა.

„მე მწამს, რომ თუ წარმოვადგენთ სახელმწიფოს, მაშინ საბაჟო უნდა გვქონდეს საზღვარზე ენგურის გავლით. უნდა აღიჭურვოს საზღვარი საბაჟო მოთხოვნების შესაბამისად და გადავჭრათ საბაჟო გადასახადის საკითხი“, – განაცხადა წვინარიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]