weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რამდენი ხელფასი და პრემიები აიღეს კახეთის რეგიონის გამგებლებმა

14:44 ორშაბათი, 25 დეკემბერი 2017

ქალაქ თელავის მერმა და კახეთის სხვა მუნიციპალიტეტების 8 გამგებელმა, 2014 – 2017 წლებში, საერთო ჯამში 1 109 000 ლარზე მეტი ოდენობით ანაზღაურება მიიღეს, საიდანაც დაახლოებით 140 000 ლარი, ანუ 12.6% - პრემიების თანხა იყო.

მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შორის ყველაზე მეტ პრემიას ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე იღებდა. მისი თანამდებობრივი სარგო თვეში 2750 ლარი იყო, რაც წლიურად 33 000 ლარია. 2016 წელს მან 44 880 ლარი მიიღო, 2015 წელს 41 250 ლარი, 2014 წლის აგვისტოდან იმავე წლის ბოლომდე - 16 352 ლარი, რაც ჯამში შეადგენს 102 482 ლარს. აქედან, 25 462 ლარი პრემიების თანხაა. 

კახეთის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების (თემების) გამგებლების ხელფასი თვეში 2650 ლარით იყო განსაზღვრული. გამონაკლისს წარმოადგენდა დედოფლისწყარო, სადაც გამგებლის ანაზღაურება 2500 ლარს შეადგენდა. 

ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, 2014 – 2016 წლების განმავლობაში: 

  • ახმეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა მიიღო 103 976 ლარი, საიდანაც პრემიის თანხა შეადგენს 8476 ლარს;
  • დედოფლისწყაროს გამგებელმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა - 97 156 ლარი, აქედან, პრემია - 7156 ლარი;
  • ყვარლის გამგებელმა ილია მზექალაშვილმა - 90 720 ლარი, აქედან, პრემია - 16 520 ლარი;
  • გურჯაანის გამგებელმა გივი გერგიძემ - 90 388 ლარი, მათ შორის, პრემია - 16 188 ლარი;
  • თელავის გამგებელმა ალექსანდრე შათირიშვილმა მიიღო 90 075 ლარი, აქედან, პრემია - 15 875 ლარი;
  • საგარეჯოს გამგებელმა გიორგი გზირიშვილმა - 89 288 ლარი, აქედან, პრემია - 15 088 ლარი;
  • ლაგოდეხის გამგებელმა კარლო ჯამბურიამ - 89 063 ლარი, მათ შორის, პრემიის სახით - 14 863 ლარი;
  • სიღნაღის გამგებელმა დავით ჯანიკაშვილმა - 84 825 ლარი, მათ შორის, პრემია - 10 625 ლარი.

გარდა ამისა, 2017 წელს, 1 იანვრიდან 11 ნოემბრამდე პერიოდში, ანუ უფლებამოსილების შეწყვეტამდე, ქ. თელავის მერმა და კიდევ 8 მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მხოლოდ თანამდებობრივი სარგოს და სააღდგომო პრემიის სახით, საერთო ჯამში მიიღეს დაახლოებით 271 500 ლარი

აღსანიშნავია, რომ ახმეტისა და დედოფლისწყაროს გამგებლები 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდეც ასრულებდნენ გამგებლის მოვალეობას, რის გამოც მათი ანაზღაურების ოდენობა მითითებულია სრული კალენდარული წლის განმავლობაში, - 2014 წლის 1 იანვრიდან წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]